შარლიზ ტერონს ახალი ბოიფრენდი ყავს - ვინ დააკარგვინა თავი ლამაზმანს?

შარლიზ ტერონს ახალი ბოიფრენდი ყავს - ვინ დააკარგვინა თავი ლამაზმანს?

კალიფორიაში პაპარაცებმა შარლიზ ტერონი თავის ახალ ბოიფრენდთან, მსახიობ სეტ მაკფარლეინთან გამოიჭირეს. წყვილი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ლოს ანჯელესის რესტორნიდან გამოდიოდნენ და ბედნიერად შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში. ამის შესახებ გამოცემა dailymail.co.uk წერს.

41 წლის შარლიზი და 43 წლის სეტი უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს იცნობენ. პირველად ერთმანეთს 2014 წელს შეხვდნენ ფილმის ”მილიონი ხერხი მოკვდე დასავლეთში” გადაღებებზე. როგორც ორივემ აღიარა, ერთმანეთზე თავიდანვე დიდი გავლენა მოახდინეს. ”პირველად შეხვედრისას მომეჩვენა, რომ უკვე მთელი ცხოვრება ვიცნობდი” - ამბობდა ორი წლის წინ სეტი. ”სეტი იმ მამაკაცთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავიდანვე გხიბლავენ. მისი გაცნობა ჩემთვის ნამდვილი საჩუქარი იყო. სიკვდილის პირას რომ ვიქნები, მაშინაც კი მემახსოვრება ის”, - განაცხადა შარლიზმა.

მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, შარლიზისა და სეტის გზები ფილმის გადაღების შემდეგ გაიყარა. მაშინ შარლიზი შონ პენს ხვდებოდა, სეტი კი ახალი დაშორებული იყო ”სატახტო თამაშების” ვარსკვლავ ემილია კლარკს. ამჟამად ორივე თავისუფალია და როგორც ჩანს, წყვილის ერთად ყოფნისთვის იდეალური დრო სწორედ ახლაა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება