შოუბიზნესის ცნობილი სახეები, რომელთაც მძიმე ბავშვობა გამოიარეს

შოუბიზნესის ცნობილი სახეები, რომელთაც მძიმე ბავშვობა გამოიარეს

ხშირად ხდება, რომ ისინი, ვინც გაჭირვებულ პირობებში გაიზარდნენ, ცხოვრებაში ბევრს აღწევენ და წარმატებული ადამიანები ხდებიან. ზოგი მსოფლიო პოპულარობასაც აღწევს და სიმდიდრესაც იხვეჭს. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან მძიმე ბავშვობა გამოიარეს.

ოპრა უინფრი

ქონება: 2,9 მილიარდი დოლარი

ოპრას ბავშვობა ასოცირდება არა მხოლოდ სიღარიბესთან, არამედ ძალადობასთანაც. დედას შვილების შენახვის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამიტომ გოგონებს სხვადასხვა ნათესავებთან უხდებოდათ ცხოვრება. ოპრას იმდენად უჭირდა ბავშვობაში, რომ კარტოფილის ტომრისგან შეკერილი კაბით დადიოდა.

ტელემაგნატმა ინტერვიუში მოყვა, რომ ცხრა წლის ასაკში ბიძაშვილებმა გააუპატიურეს, 14 წლისამ კი ერთ-ერთი მათგანისგან შვილი გააჩინა, რომელიც მშობიარობისთანავე გარდაიცვალა. დიდი დაბრკოლებების მიუხედავად, უინფრიმ მოახერხა და გახდა ერთადერთი მილიარდერი შავკანიანი ქალი აშშ-ის ისტორიაში.

სელინ დიონი

ქონება: 800 მილიონი დოლარი

სელინი უმცროსი შვილი იყო 14-შვილიან ოჯახში. ოჯახში მუდამ ფულის პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ შვილებს სიყვარულს და მზრუნველობას არ აკლებდნენ.

ჯოან როულინგი

ქონება: მილიარდი დოლარი

ჯოანი გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა. მას დღემდე უჭირს მძიმე ბავშვობაზე საუბარი. ჯოანის დედა ავადმყოფობდა, მამასთან კი ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გოგონას.

მერაია ქერი

ქონება: 510 მილიონი დოლარი

სანამ მომღერლის მშობლები ერთად იყვნენ, ოჯახი ნორმალურად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც დედ-მამა განქორწინდა და მერაიას დედას მარტო მოუხდა შვილების შენახვა.

ტომ კრუზი

ქონება: 380 მილიონი დოლარი

ტომ კრუზი უაღრესად გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა, 12 წლიდან მუშაობდა და დისლექსიის გამო თანატოლები გამუდმებით დასცინოდნენ. მამა ხშირად ცემდა, რის გამოც დედა მალევე გაშორდა ქმარს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება