"ჩემზე ამბობენ, გეიაო" - გიორგი მარშანია შეყვარებულს დაშორდა

"ჩემზე ამბობენ, გეიაო" - გიორგი მარშანია შეყვარებულს დაშორდა

"ვცდილობ, წყენა, გაბრაზება გულში არასდროს ჩავიდო და უარყოფითი განწყობები არ მქონდეს", - ამბობს მსახიობი გიორგი მარშანია. როგორ მოირგო ტრანსგენდერის როლი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები", რას ამბობენ მასზე, როგორ მიიღო მისი პერსონაჟი საზოგადოებამ და როგორ იქცევა, როდესაც დაძაბული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 26 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მე-5 კლასიდან საბავშვო თეატრში დავდიოდი, მსახიობობა მინდოდა. ადრეულ ასაკში მქონდა სურვილი, გამომძიებელი ან ადვოკატი გამოვსულიყავი. იმ პერიოდში დეტექტივებს ვკითხულობდი და ალბათ, წიგნების გავლენის შედეგი იყო. დღეს მსახიობი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული არჩევანი არასდროს მინანია.

- ჩემზე ამბობენ...

- მას შემდეგ, რაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ტრანსგენდერის როლში გამოვჩნდი, ძალიან ხშირად მეუბნებიან, - შენზე მკითხეს, ეგ მართლა გეიაო (იცინის)? რატომღაც მაყურებელი მსახიობს როლთან ხშირად აიგივებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პრობლემაა.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...კასტინგის გზით მოვხვდი. ჩემი გმირია ნუკრი, რომელსაც სურს ნინო იყოს. რთული როლია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე - ტექნიკურად. ეპილაცია, ფრჩხილების დამაგრება, მაკიაჟის გაკეთება, ქუსლებზე სიარული - ეს ყველაფერი ხასიათს მიქმნის, როლში შესვლაში მეხმარება.

განაგრძეთ კითხვა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)