რა გახდა ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი

რა გახდა ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი

ბრიტანელი მომღერლის, ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის უკმარისობა ყოფილიყო. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Daily Express მომღერლის მენეჯერზე, მაიკლ ლიპმანზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მისი პუბლიცისტი წერს, მომღერალი საკუთარ სახლში "მშვიდად განესვენა". როგორც ცნობილია, მაიკლს რაიმე დაავადება არ აწუხებდა.

ბრიტანული პოლიცია მომღერლის გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზებზე ჯერ არ საუბრობს. სამართალდამცავები მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ არ არის გამოვლენილი რაიმე საეჭვო გარემოება მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მსოფლიო ვარსკვლავი, პოპ მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველასთვის ცნობილი ის გახდა ჰიტებით Wake me up before you go go და Last Christmas, როდესაც ჯგუფ Wham!-ში მღეროდა. შემდეგ არანაკლებ პოპულარული გამოდგა მისი სოლო კარიერა. მის აქტივშია ას მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი, არაერთი გრემის ჯილდო და დუეტები ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც არიან არეტა ფრანკლინი, რეი ჩრლზი, ელტონ ჯონი და ლუჩანო პავაროტი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება