"მგზნებარე შეყვარებულის" პრემიერა მოზარდაყურებელთა თეატრის სცენაზე - სპექტაკლისთვის მსახობები ორი ქალაქიდან შეირჩა

"მგზნებარე შეყვარებულის" პრემიერა მოზარდაყურებელთა თეატრის სცენაზე - სპექტაკლისთვის მსახობები ორი ქალაქიდან შეირჩა

ამერიკელი დრამატურგის, ნილ საიმონის კომედია "მგზნებარე შეყვარებული" რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მოზარდაყურებელთა თეატრში განახორციელა. სპექტაკლი კოპროდუქციაა და მასში მონაწილეობენ როგორც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის, ისე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები. ზუგდიდის თეატრიდან კონკრეტულად მოწვეულიები არიან - მზევინარ ჩარგაზია და მარინა დარასელია. ქალბატონი მარინას ფართო მაყურებელი პოპულარული სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" იცნობს. ის ლამარას პერსოაჟს ასახიერებს.

პირველი სასცენო კოპროდუქცია შედგა, პრემიერამ კარგად ჩაიარა, მაყურებელმა დიდი ხალისით მიიღო სპექტაკლი.

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- გორში კომედიის ფესტივალი დაარსდა და ამისთვის თეატრები სპექტაკლებს დგამენ. ბადრი წერედიანმა, ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პირდაპირ შემიკვეთა, მათი თეატრის დასის გათვალისწინებით (მცირერცხოვანი დასია), დაგვედგა პატარა კომედია და მაშინ არჩევანი ამ პიესაზე შევაჩერეთ. როლებიც გავანაწილეთ, მაგრამ შემდეგ ის ცნობილი ამბავი მოხდა, ბოლო აგურიც კი რომ ჩამოვარდა ზუგდიდის თეატრის ჭერიდან... შეუძლებელი აღმოჩნდა შენობაში შესვლა. ამიტომ გამოსავლის ძებნისას გადაწყდა - ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩაგვეტარებინა რეპეტიციები, თუმცა ალტერნატიულ ფართს მერია დღემდე ეძებს.

იმის გამო, რომ უნდოდათ, სპექტაკლი შემდგარიყო, ასეთი იდა გამიჩნდა, - მოდი, გავაკეთოთ კოპროდუქცია: იყოს ორი მსახიობი ზუდგიდის თეატრიდან, ორი - მოზარდმაყურებელთა თეატრიდან. ვითამაშოთ როგორც ზუგდიდში, ისე - თბილისში-მეთქი. თუმცა ყველა შემსრულებელს თბილისელი მსახიობი დუბლიორი ჰყავს, როდესაც ეს სპექტაკლი გასტროლზე გავა, აუცილებლად პრინციპით - ორი ჩვენი და ორი ზუგდიდელი მსახიობი იქნება.

- ზუგდიდში როდის ითამაშებთ?

- მივაღწიეთ შეთანხმებას და 13 და 14 თებერვალს დიდი პრემიერა ძველი კულტურის სახლში შედგება. ის შენობა არის ქალაქის ცენტრში, რომელიც ამწუთას არ ფუნქციონირებს. ხოლო "ქართუ ჯგუფმა" უკვე აქტიურად დაიწყო თეატრის რესტავრაციის პროცესი, რაც წელიწად-ნახევარს გასტანს. ამიტომ გადაწყდა, გამოათავისუფლდეს ძველი კულტურის ცენტრის ფართი - პატარა სცენა - 120-130 ადგილით და ახლა პრემიერითვის მისი კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

- როგორ შეარჩიეთ ზუგდიდელი მსახიობები?

- 4 წელი ზუგდიდის თეატრის სამხატრვრო ხელმძღვანელი ვიყავი და პიესის არჩევისას ვფიქრობდი იმ მსახიობებზე, ვისაც ვიცნობდი. სამუშაო პროცესი თვე-ნახევრი მიმდინარეობდა. რეპეტიციები ყოველდღიურად და დილა-საღამოს გვქონდა. მუშაობისას გააჩნდა იდეა, გორმაც და სხვა თეატრებმაც გააკეთოს ასეთი ერთობლივი პროექტი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება