JAY-JAY JOHANSON // DAVID AUGUST @ SPACEHALL

JAY-JAY JOHANSON // DAVID AUGUST @ SPACEHALL

საახალწლო დღეებში პროექტი „მუზამე“ და SPACEHALL დატვირთულ სადღესაასწაულო რეჟიმზე გადადის. 31-ის ღამეს, ვისაც ცოცხალი მუსიკა მოგენატრათ, JAY-JAY JOHANSON-ისა და ქართველი არტისტების მოსმენას შეძლებთ, 1 და 7 იანვარს კი საქართველოს DAVID AUGUST და MAGDA ეწვევიან.

31 დეკემბერს ექსპერიმენტულ პროექტ “მუზამეს“ ფარგლებში SPACEHALL-ს შვედი მუსიკოსი, JAY-JAY JOHANSON-ი ეწვევა.

JAY-JAY-მ 20-წლიანი კარიერის განმავლობაში სახელი სპეციფიკური ვოკალითა და პოპის, ელექტრონული მუსიკის, თრიფ-ჰოფისა და საორკესტრო არანჟირების სინთეზით გაითქვა. მის ანგარიშზე 10 სტუდიური ალბომია. JAY-JAY-ს ვოკალი კი მსმენელში სენტიმენტალურ ემოციებს აღძრავს. ამ დროისთვის ბოლო დისკი, „Opium”2015 წელს გამოუშვა.

მუსიკოსი საქართველოს მეორედ სტუმრობს.

JOHANSON-თან ერთად ახალი წლის ღამეს მსმენელის წინაშე წარდგება ქართული პროექტი, The Bearfox - ალტერნატიული ინდი-როკ ჯგუფი. მათი პირველი ალბომი 2014 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა ქართველ მსმენელში.

31-ის ღამეს შეძლებთ მუსიკოსის, პოეტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ეკო დეისაძის მოსმენას. არტისტი საკუთარი შემოქმედებითაქტუალურ სოციალურისაკითხებს აკეთებს ეხმაურება და პოპის, ალტერნატიური და ელექტრონული მუსიკის კომბინაციას ქმნის.

ახალი წლის ივენთზე SPACEHALL-ის სცენა დაეთმობა პროექტს MOKUMOKU. მათი დებიუტი 2014 წელს შედგა, თუმცა 2 წლის განმავლობაში დუო ბენდად გარდაიქმნა და ჰიპ-ჰოპისა და თრიფ-ჰოიპს ნაზავს ფანქისა და ინდასტრიალის ელემენტები შემატა.

31 დეკემბრის ღამეს ივენთი სტარტს 1 საათზე აიღებს.

1 იანვარს SPACEHALL-ი David August-ს უმასპინძლებს.

თანამედროვე ელექტრონული სცენის ვარსკვლავი დიჯეი სეტით წარდგება მსმენელის წინაშე. დიჯეისა და პროდიუსერს საერთაშორისო აღიარება ლეიბლ Dynamic-ზე გამოშვებულმა EP-იმ, Instant Harmony-მ მოუტანა. ტრეკებმა Hamburg is for Lovers და You Got to Love Me მუსიკოსი საერთაშორისო დონის არტისტად აქცია.

2013 წელს კონცეპტლუარული ალბომის, Times-ის გამოშვების შემდეგ David August-მა შემოქმედებაში ინსტრუმენტული მუსიკისა და საკუთარი ვოკალის გამოყენება დაიწყო. 2014 წელს ის ონლაინ გამოცემამ, Resident Advisor-მა, 5საუკეთესო ლაივ შემსრულებელთა სიაში შეიყვანა.

7 იანვრის ღამეს SPACEHALL-ში შეკრებილი მსმენელი ცნობილ პოლონელ დიჯეისა და პროდიუსერს MAGDA-ს მოისმენს. არტისტი დეტროიტში, ტექნოს სამშობლოში გაიზარდა. ის 1998 წელს ცნობილ ლეიბლს, M-NUS-ს შეუერთდა და მალევე გაითქვა სახელი. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრების მიქსითა და საშემსრულებლო ტექნიკით გამოირჩევა. MAGDA Marc Houle-თან და Troy Pierce-თან ერთად ლეიბლ Items & Things მფლობელია. მისი დისკოგრაფია ლეგენდარული Plastickman-ისა და Depeche Mode-ის რემიქსებს აერთიანებს. ტრეკები Your Love Attack, Breakout და Lost In Time წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას.

ივენთი სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

მისამართი: Dinamo Arena-ს ქვეშ, კლუბ BASSIANI-ს გვერდით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება