რატომ ჩნდება კეიტ მიდლტონი საზოგადოებაში თითებზე დაკრული პლასტირით? - ბრიტანული პრესა საიდუმლოს ვერ ხსნის

რატომ ჩნდება კეიტ მიდლტონი საზოგადოებაში თითებზე დაკრული პლასტირით? - ბრიტანული პრესა საიდუმლოს ვერ ხსნის

ბრიტანული პრესა ბოლო დროს დაინტერესდა კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონის უცნაური ჩვევით - პრინც უილიამის მეუღლე საზოგადოებაში მუდმივად თითებზე დაკრული პლასტირით ჩნდება.

იხილეთ ვიდეო

კემბრიჯის ჰერცოგინია ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლება და მუდამ იდეალური სამოსით, მოვლილი ვარცხნილობითა და მანიკურით ჩნდება საზოგადოებაში. თუმცა, პაპარაცებმა შენიშნეს, რომ ძალიან ხშირად საჯარო გამოსვლებისას მას ხელზე პლასტირი აქვს დაკრული.

ბოლო დროს უილიამის მეუღლის მუდამ თვალისმომჭრელი იმიჯის დამატებად უხილავი პლასტირი იქცა, რომელიც ჰერცოგინიას ხელის სხვადასხვა ადგილზე აქვს დაკრული.

ამის ირგვლივ პრესაში მრავალი სპეკულაცია წარმოიშვა. სამეფო კარის პრესმდივნები დუმან საკითხზე, მაგრამ წლების მანძილზე გადაღებულ მრავალ ფოტოზე ჩანს, რომ კეიტი ხან თითებზე, ხან მაჯაზე პლასტირს ატარებს. ერთ-ერთი პირველი ფოტო, რომელზეც კეიტი პლასტირით ხელზეა ასახული პაპარაცებმა 2008 წელს გადაიღეს, ბოლო წლის განმავლობაში კი ჰერცოგინია 20-მდე სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოჩნდა თითებზე და მაჯაზე პლასტირით.

რადგან ოფიციალური ვერსია არ ჟღერდება, პლასტირი კეიტ მიდლტონის უცნაურ ჩვევად ან იდუმალებად რჩება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება