ჯორჯ მაიკლის ბოიფრენდი: "ის ჰეროინზე იყო დამოკიდებული"

ჯორჯ მაიკლის ბოიფრენდი: "ის ჰეროინზე იყო დამოკიდებული"

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის, ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების შესახებ მისი ბოიფრენდი ფადუ ფავაცი საუბრობს. როგორც ფავაცი ჰყვება, 53 წლის პოპ-ვარსკვლავი ბოლო ხანებში ჰეროინზე დამოკიდებულებას ებრძოდა. მომღერლის შეყვარებულის თქმით, სწორედ მძიმე ნარკოტიკის მოხმარება შეიძლება გამხდარიყო მისი გარდაცვალების მიზეზი.

"მაიკლი ჰეროინზე იჯდა. დაუჯერებელია, რომ ამდენ ხანს გაუძლო," - ამბობს ფავაცი. ირკვევა, რომ ცოტა ხნის წინ, დოზის გადაჭარბების გამო, ექიმებს ჯორჯ მაიკლის რეანიმაციაში გადაყვანა მოუხდათ.

მომღერლის ბოიფრენდი ჰყვება, რომ შობის დილას ერთად საუზმობას აპირებდნენ, როდესაც მან მაიკლი გარდაცვლილი აღმოაჩინა. "მინდა ხალხს ჯორჯი ისეთი დაამახსოვრდეს, როგორიც რეალურად იყო - საოცარი ადამიანი. არასოდეს დამავიწყდება ეს შობა. ჩემი პარტნიორი საწოლში გარდაცვლილი აღმოვაჩინე. სულ მომენატრება," - წერს ფავაცი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება