"ლარისა ივანოვნა და ვალიკო... შეხვედრა 40 წლის შემდეგ" - ექსკლუზიური ინტერვიუ ელენა პროკლოვასთან

"ლარისა ივანოვნა და ვალიკო... შეხვედრა 40 წლის შემდეგ" - ექსკლუზიური ინტერვიუ ელენა პროკლოვასთან

გიორგი დანელიას უკვდავი ფილმის - "მიმინოს" ფრაზები მარგალიტებივითაა მიმობნეული პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა­ მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია "Ларису Ивановну Хачу". საბჭოთა სტიუარდესა ლარისა ივანოვნა კომაროვას ეპიზოდური როლი რუსი ლამაზმანის სიმბოლოდ იქცა, რომლის გულის მოსაგებადაც კავკასიელი მამაკაცები არაფერს იშურებდნენ.

ბევრი ვიფიქრე, რით გავახარებდი ქართველ მკითხველს წინასაახალწლოდ და მოვიფიქრე Лариса Иванова-ს როლის შემსრულებელთან, ელენა პროკლოვასთან ინტერვიუ შემეთავაზებინა მათთვის.

- 11 წლის ვიყავი, პირველად რომ გადამიღეს ფილმში "რეკავენ, კარი გააღეთ". ამ როლით საერთაშორისო­ პრემია დავიმსახურე. 12 წლისამ გერდას როლი ვითამაშე ფილმში "თოვლის დედოფალი". ამის შემდეგ სკოლა ექსტერნად დავამთავრე და სამსახიობო განათლების მიღებას შევუდექი. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთე...

- თქვენი როლი ფილმში "მიმინო", მართა­ლია, ეპიზოდურია, მაგრამ ძალიან ცნობილი, ხოლო ფრაზა "Ларису Ивановну Хачу" ფრთიან გამონათქვამადაც კი იქცა.

- მსოფლიოს მასშტაბით, სადაც კი ჩავფრენილვარ, ყველგან ეს ფრაზა მესმის. დამინახავენ თუ არა, ყოველთვის გაისმის, "Ларису Ивановну Хачу".

"მიმინოში" რომ ვითამაშე, 24 წლის ვიყავი. სიამოვნებით ვიხსენებ იმ დღეებს. როდესაც ეს როლი შემომთავაზეს, უკვე კინოში მუშაობის საკმარისი გამოცდილება მქონდა. ამ დროისთვის უკვე კარგად ვიცნობდი და უფრო მეტიც, მტკიცედ მჯეროდა,­ რომ გიორგი დანელია ყველა დროის საუკეთესო რეჟისორია. მას უკვე გადაღებული ჰქონდა ჩემი აზრით მსოფლიო კლასიკა - "არ იდარდო" და წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ამ ფილმის რეჟისორი მირეკავს და მეუბნება, მოხარული ვიქნები, თუ ჩემს ფილმში ითამაშებთო. "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ როლზე", - ასე, მოკლედ ვუპასუხე. "ეს ძალიან­ პატარა როლია", - დამიკონკრეტა დანელიამ. "თანახმა ვარ", - ვუთხარი დიდ რეჟისორს.

გადაღებები არცთუ დიდხანს გაგრძელდა. ძირითადად, ბერლინში ვიღებდით. თბილისში მოგვიანებით ჩამოვფრინდი, თუმცა გადაღებები ამ ქალაქში არ მქონია. კარგა ხანს შემოვრჩი, რადგან თქვენს ქალაქში ბევრი მეგობარი მყავდა.  განაგრძეთკითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება