ასე გამოიყურება სახლი, სადაც ჯორჯ მაიკლმა უკანასკნელი წუთები გაატარა - მომღერლის ბოიფრენდი მისი სიკვდილის ახალ დეტალს ამხელს

ასე გამოიყურება სახლი, სადაც ჯორჯ მაიკლმა უკანასკნელი წუთები გაატარა - მომღერლის ბოიფრენდი მისი სიკვდილის ახალ დეტალს ამხელს

ჯორჯ მაიკლის ბოიფრენდი, ფადი ფავაზი, რომელმაც მომღერლის ცხედარი სახლში შობის დილით იპოვა, ახალ დეტალზე საუბრობს.

ფავაზის თქმით, მას საკუთარ მანქანაში ჩაეძინა და შობის ღამით მაიკლი აღარ უნახავს. მისი თქმით, მომღერალი სახლში მარტო იყო, როდესაც გარდაიცვალა და მან ის მხოლოდ მეორე დილით, სახლში იპოვა გარდაცვლილი.

თავდაპირველად, 40 წლის ფადი ფავაზი ამბობდა, რომ მან მაიკლთან ერთად გაატარა შაბათ-კვირა მომღერლის სახლში, თუმცა ახლა ირწმუნება, რომ მათ შობის ღამე ერთად არ გაუტარებიათ.

Mirror-თან ინტერვიუში ფავაზიმ ისაუბრა, რომ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებსაც მიაწოდა. "მე მისი ნახვა ვეღარ მოვასწარი. ჩემს მანქანაში ჩამეძინა და იმ ღამით აღარ მინახავს. პოლიციამ ყველაფერი იცის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია" - აღნიშნა მან საუბრისას.

რაც შეეხება სახლს, სადაც 53 წლის მომღერალი უკანასკნელ შობას გარდაიცვალა, ის ოქსფორდშირში მდებარეობს და მე-16 საუკუნითაა დათარიღებული.

ძველებური და მდიდრული ვილა ლონდონიდან ერთი საათის სავალზეა. მაიკლმა ერთადერთხელ გაუღო მედიას კარი და საკუთარი სახლი დაათვალიერებინა - ეს 2004 წელს, ექსკლუზიურად ოფრა უინფრის შოუსთვის მოხდა.

ჯორჯ მაიკლი თავის სახლს მოიხსენიებდა, როგოც "პატარას, თუმცა ძვირფასსა და მშვენიერს".

ის ამბობდა, რომ სახლში საყვარელი ოთახი მისაღები იყო, ბუხრითა და რბილი სავარძლებით, სადაც მისი საყვარელი ინსტრუმენტი - პიანინო იდგა. მომღერალი ასევე ძალიან ამაყობდა პერსონალური ბიბლიოთეკით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება