სოფო ბედიას ქმარმა ღრმა დეკოლტეზე უარი ათქმევინა

სოფო ბედიას ქმარმა ღრმა დეკოლტეზე უარი ათქმევინა

მომღერალ სოფო ბედიას პოლიტიკოს ქმარს, მიშა მესხს, ახალ წელს ცოლის გამო ქეიფზე უარის თქმა უწევს, რადგან ამ დროს ყოველთვის საყვარელი ქალის გვერდით, მის კონცერტებზეა. 2 იანვრიდან ძველით ახალ წლამდე კი ყველა დღე მისია და კარგადაც მოილხენს ხოლმე.

წყვილის ქორწინება ორ წელს ითვლის. 2017 წლისგან ნანატრი შვილის იმედი და მოლოდინი აქვთ. სოფომ და მიშამ ახალი წლის საოჯახო ტრადიციებზე და ოჯახურ ცხოვრებაზე "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრეს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- ახალ წელს საჩუქრების მიძღვნის ტრადიცია თუ გაქვთ?

მიშა: კი და არამხოლოდ ამ დღესასწაულზე, 8 მარტს და დედის დღესაც ხშირია. ქალებისთვის ამდენი დღესასწაული არსებობს და კაცები დაჩაგრულები ვართ. ერთი 23 თებერვალი არსებობს და ისიც არ გახსოვთ!

- ერთმანეთის ჩაცმულობას აკონტროლებთ?

სოფო: მიშა ჩემს ჩაცმულობაში ნაკლებად ერევა. ერთადერთი, რაც არ მოსწონს, ღრმა დეკოლტეა, არადა ვგიჟდები! უარის თქმა არ მომიწია, თუმცა სიღრმეები ცოტა ამოვავსე. სხვათა შორის, საჩუქრად კაბებიც მოაქვს და ისეთი, რომ ყოველთვის მერგება.

მიშა: არც სოფო ერევა ჩემს ჩაცმულობაში. რასაც ვყიდულობ, ყველაფერი მოსწონს. მეც ყველაფერი მომწონს მის ტანზე, ღრმა დეკოლტეს გარდა!

- მიშა, სოფო რესტორანში რომ მღერის, ამ დროს ყოველთვის ახერხებთ მის გვერდით ყოფნას?

მიშა: ძირითადად მის გვერდით ვარ. სოფოს რეპერტუარი ზეპირად ვიცი. პატრიოტი კაცი ვარ და თამარ გვერდწითელის "საქართველოს" რომ მღერის, ყველაზე მეტად მიყვარს. სოფო რომ შემიყვარდა, სიტუაციას ჯერ არ ვიცნობდი და თავიდან ცოტა ვნერვიულობდი. რესტორანში დაძაბული ვიჯექი და ვინმე რომ წამოდგებოდა, მეჩვენებოდა, რომ სოფოსთან მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ ტყუილად ვღელავდი.

- სრული ბედნიერებისთვის რა სჭირდება თქვენს წყვილს?

მიშა: სრული ბედნიერებისთვის ჩვენი პატარა გვჭირდება და იმედია, 2017 წელს გვეყოლება. შეკითხვებზე პასუხებითაც დავიღალე. ზოგს შეიძლება ჰგონია, რომ პრობლემა გვაქვს და მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ყველაფერი რიგზეა. სოფო ფეხმძიმედ იყო და მუცელი მოეშალა. ღვთის წყალობით, გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ბევრი შვილი გვეყოლება.

სოფო: ჩვენი მთავარი მიზანია, პატარა გვყავდეს და დარწმუნებული ვარ, ღმერთი გადმოგვხედავს და გვეყოლება.

სოფიო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

62 წლის მადონასა და მისი ქალიშვილის ახალ ფოტოს, სადაც პოპის დედოფალი თინეიჯერს ჰგავს, სკანდალი მოჰყვა - "ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ეს ლამაზია?"

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ

ბათუმელი "მონიკა ბელუჩი" დაინიშნა - ხელის თხოვნა აკვალანგისტის დახმარებით (+ფოტო და ვიდეო)