"ფეთქებადი" ხასიათი მაქვს - ვინ ეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში "მის საქართველოს"

"ფეთქებადი" ხასიათი მაქვს - ვინ ეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში "მის საქართველოს"

"მის საქართველო" 2016 წელს არ ჩატარებულა. 21 წლის ვიქტორია კოჩეროვა კონკურსის გარეშე გახდა "მის საქართველო" - ის 2015 წლის "ვიცე მის საქართველოა". მწვანეთვალება და შავგვრემანი ვიქტორიას უკრაინული წარმომავლობის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ "მის მსოფლიოზე" ქართული გვარის მქონე გოგონა უნდა გაეშვათ. თუმცა, კრიტიკოსებიც კი აღიარებდნენ ვიქტორიას სილამაზეს. "მის საქართველოს" ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდი.

- ვიქტორია, შენს ოჯახზე გვიამბე...

- მყავს დედა და ტყუპისცალი და. მამა არ მყავს: წლინახევრის ვიყავი, როცა გარდაიცვალა.

- ალბათ, და ძალიან გგავს.

- სხვათა შორის, სოფი ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია არა მარტო გარეგნულად, არამედ მისწრაფებებითაც. ის ქერაა და ცისფერთვალება.

- ისიც მოდელია?

- არა, მოდელი არ არის, ეს სფერო საერთოდ არ აინტერესებს.

- გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობას ეწევი, კიდევ რა პროფესია გაქვს?

- ვსწავლობ "ილიაუნიში" ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ბავშვობიდან გატაცებული ვარ სპორტით - ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- რა ასაკიდან დაიწყე მოდელობა?

- გაგიკვირდებათ და, მოდელობა 19 წლიდან დავიწყე. 2014 წელს "ელიტ მოდელ ლუქსის" კონკურსში ვმონაწილეობდი, მანამდე კი მხოლოდ სწავლა-განათლების მიღებით ვიყავი დაკავებული... "ელიტ მოდელ ლუქსის" კონკურსში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, ბევრი საინტერესო შემოთავაზება მივიღე და თან, ახლა "მის მსოფლიოზე" ვიმყოფები.

- ვინ გირჩია სილამაზის კონ­კურსში მონაწილეობა?

- მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, რომ სილამაზის კონკურში მიმეღო მონაწილეობა.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- ლომი ვარ. მომწონს ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძლიერები არიან და მეც ასეთი ვარ.

- შეგიძლია გვითხრა შენი უარყოფითი თვისება, რაზეც მაგალითად, ოჯახის წევრები მიგანიშნებენ ხოლმე?

- ჩემი უარყოფითი თვისება არის ის, რომ "ფეთქებადი" ხასიათი მაქვს. შეიძლება, რაღაც არ მომეწონოს და უცებ, ისე "ავფეთქდე", რომ თავი გავიგიჟო. თუმცა, შეიძლება 2 წუთში წყენამ გადამიაროს... არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უარყოფითი თვისება არ გააჩნია. მთავარია, ამით სხვებს არ აზიანებდე. საბედნიეროდ, გულში წყენის ჩადება და დაბოღმვა არ მჩვევია.

- დილით ადრე გაღვიძება გიჭირს? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება