თმიანი იღლიით წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობის თამამი განაცხადი "ოქროს გლობუსზე"

თმიანი იღლიით წითელ ხალიჩაზე - 26 წლის მსახიობის თამამი განაცხადი "ოქროს გლობუსზე"

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით 74-ე ცერემონია მსახიობმა ჯიმი ფელონმა გახსნა.

ტრადიციულად, პაპარაცებმა ყველაზე საინტერესო კადრები წითელ ხალიჩაზე გადაიღეს. ექსკლუზიური კაბები, ძვირფასი სამკაულები და ტრენდული ვარცხნილობა - ჰოლივუდელი მსახიობები ფოტოგრაფებისთვის რამდენიმე საათი პოზირებდნენ.

პაპარაცების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 26 წლის მსახიობმა ლოლა კირკიმ, თუმცა ამის მიზეზი არა მისი ვარდისფერი ყვავილებიანი კაბა, არამედ თმიანი იღლია აღმოჩნდა. სერიალის "მოცარტი ჯუნგლებში" ვარსკვლავი თამამად პოზირებდა წითელ ხალიჩაზე და ცდილობდა კარგად დაენახვებინა პაპარაცებისთვის მისი "საპროტესტო მანიფესტი". სხვათა შორის, ის უკვე მეორედ წარსდგა "ოქროს გლობუსის" წითელ ხალიჩაზე თმიანი იღლიით.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება "ოქროს გლობუსის" ტრიუმფატორებს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ დაწესებული ჯილდოს მთავარი ტრიუმფატორი მიუზიკლი ლალა-ლენდია, რომელმაც 7 ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლის შესრულებისთვის მუსიკალურ ან კომედიურ ფილმში ჯილდოები ემა სტოუნმა და რაიან გოსლინგმაც დაიმსახურეს.

"ოქროს გლობუსის" მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი დამენ შაზელი გახდა. საპატიო "ოქროს გლობუსი" მერილ სტრიპმაც დაიმსახურა. საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში "ატლანტა", ხოლო დრამისთვის განკუთვნილი "ოქროს გლობუსი" ფილმმა moonlight-მა მიიღო. საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული სურათი კი ფილმი - Elle გახდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება