2017 წლის "ოქროს გლობუსის" ტრიუმფატორები და საუკეთესო კაბები წითელი ხალიჩიდან

2017 წლის "ოქროს გლობუსის" ტრიუმფატორები და საუკეთესო კაბები წითელი ხალიჩიდან

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით 74-ე ცერემონია მსახიობმა, ჯიმი ფელონმა გახსნა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ დაწესებული ჯილდოს მთავარი ტრიუმფატორი მიუზიკლი ლალა-ლენდია, რომელმაც 7 ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლის შესრულებისთვის მუსიკალურ ან კომედიურ ფილმში ჯილდოები ემა სტოუნმა და რაიან გოსლინგმაც დაიმსახურეს.

"ოქროს გლობუსის" მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი დამენ შაზელი გახდა. საპატიო "ოქროს გლობუსი" მერილ სტრიპმაც დაიმსახურა. საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში "ატლანტა"-მ, ხოლო დრამისთვის განკუთვნილი "ოქროს გლობუსი" ფილმმა moonlight-მა მიიღო. საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული სურათი კი ფილმი - Elle გახდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება