მერილ სტრიპის შთამბეჭდავი სიტყვა დონალ ტრამპის წინააღმდეგ "ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებაზე

მერილ სტრიპის შთამბეჭდავი სიტყვა დონალ ტრამპის წინააღმდეგ "ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებაზე

საიდუმლო არ არის, რომ ჰოლივუდში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს არ სწყალობენ. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპს ვარსკვლავებს შორის მიმდევრები არ ჰყავს. "ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებისას თეთრი სახლის ახალი ლიდერის მიმართ რამდენიმე ხუმრობაც გაისმა.

ნაკლებად იუმორისტული აღმოჩნდა მერილ სტრიპის მიერ წარმოთქმული სიტყვა. მსახიობმა საპატიო ოქროს გლობუსი დაიმსახურა, თუმცა, ამ შემთხვევაში, საკუთარ კარიერასა და მიღწევებზე საუბარს უფრო მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ამჯობინა.

Allnews.ge მერილ სტრიპის სიტყვას სრულად გთავაზობთ:

იხილეთ ვიდეო ქართული გახმოვანებით

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო უცხოური პრესის ასოციაციას. ჰიუ ლორის ნათქვამი რომ გავიმეორო, ყველა ჩვენგანი, ვინც ამ დარბაზში ვიმყოფებით ამერიკის საზოგადოების ყველაზე დამცირებულ ჯგუფს მივეკუთვნებით. იფიქრეთ ამაზე. ჰოლივუდი, უცხოელები და პრესა. ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჰოლივუდი? ეს ადამიანთა ჯგუფია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან.

მე დავიბადე, გავიზარდე და განათლება მივიღე ნიუ ჯერსის საჯარო სკოლაში, ვიოლას საერთო საცხოვრებელში სამხრეთ კაროლინაში. სარა პოლსონი ფლორიდაში დაიბადა და მარტოხელა დედამ ის ბრუკლინში აღზარდა. სარა ჯესიკა პარკერი ერთ-ერთი იყო შვიდი თუ რვა ოჰაიოელი ბავშვიდან. ემი ადამსი ვენეციიდანაა, ნატალი პორტმანი იერუსალიმში დაიბადა, მშვენიერი რუთ ნეგას სახლი ეთიოპიაში იყო და ახლა ის აქ არის ნომინირებული. დევ პატელი კენიიდანაა და ლონდონში გაიზარდა, რაიან გოსლინგი კი როგორც ყველა შესანიშნავი ადამიანი, კანადიდან გახლავთ. თუ ჩვენ მათ ჩვენი ქვეყნიდან წასვლისკენ ვუბიძგებთ, აღარაფერი გვექნება საყურებელი, გარდა ფეხბურთისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებისა, რომელიც სულაც არ არის ხელოვნება წაიკითხეთ გაგრძელება და ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება