კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:05 / 11-01-2017
ბერა: "მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ"
ახლახან მომღერალმა - ბერა ივანიშვილმა გულშემატკივრები ახალი კლიპის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი კინოთეატრის დარბაზში მიიწვია. ბერას თაყვანისმცემლებს შორის ვის არ ნახავდით: ბავშვებს, მოზარდებს, მოზრდილებს, ხანში შესულებს... ჟურნალმა "გზამ" მომღერალთან გასაუბრება შეძლო, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიტდან:

- როდის უნდა მოიყვანოთ ცოლი და ხართ თუ არა შეყვარებული?
- ამ შეკითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ ხოლმე... ჯერჯერობით, საქმეზე ვარ შეყვარებული. მთელ ჩემს დროს საქმეს ვუთმობ, რადგან ისეთ ასაკში ვარ და ჩემი კარიერა ისეთ ეტაპზეა, რომ ახლა თუ არ დავიხარჯე, მაქსიმუმი ახლა თუ არ გავაკეთე, მერე ამას მთელი ცხოვრება ვინანებ...

"პოდიუმებზე სიარულს არ ვაპირებ"
- მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ (იცინის). არსებობს სამოდელო სააგენტოები, რომლებიც მომღერლებს, მსახიობებს "აიყვანენ" და მოდის სამყაროში "აპიარებენ". ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოდიუმზე სიარულს ვაპირებ. "ნექსთ მოდელთან" ვთანამშრომლობდი, ახლა სააგენტოს შეცვლას ვაპირებ. ჯერ კონტრაქტზე ხელიც არ მომიწერია და წესით, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ გიმხელთ (იცინის)... დღესდღეობით, "ფეშენი" და მუსიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ეს აუცილებელი ფაქტორია...

უმცროსი და-ძმა

- ჩემი უმცროსი ძმა რამხელაც უნდა გაიზარდოს, ის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩემთვის ყოველთვის "პატარა, თეთრი დათვი" იქნება (იღიმის)... ჩემს დას რაც შეეხება, ის ძალიან კარგად მღერის. ფაქტობრივად, მუსიკალურად ჩემს ხელში გაიზარდა. არა მარტო მღერის, წერს კიდეც -სიმღერის სტრუქტურით ბავშვობიდან ინტერესდებოდა...

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მოწოდება
- საქართველოს საკალათბურთო სამყაროში აქტიურად ჩართული ვარ. მოგეხსენებათ, "ენბიეის" "ოლ სთარის" შესარჩევი ტური დაიწყო, რომელშიც ჩვენი და პირადად ჩემი მეგობარი -ზაზა ფაჩულია მონაწილეობს. კალათბურთის გულშემატკივრებისგან ბევრი წერილი მომდის, რომ ზაზასთვის ხმის მიცემის კამპანიაში ჩავერთო, რადგან ყველას ახსოვს, შარშან ჩემმა გულშემატკივრებმა ზაზასთვის ხმების რა რაოდენობა შეაგროვეს. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ სოციალურ ქსელში, დღეში თითო "პოსტი" გამოაქვეყნოთ -#NBAvote Zaza Pachulia.

წაიკითხეთ სრულად


ეთო ყორღანაშვილი
14:21 / 13-01-2017
არაჩვეულებრივი ბავშვია არაჩვეულებრივი გაზრდილი. არ გავს სხვა ოლიგარქების შვილებს, ტუმცა არც მამა გავს სხვა ოლიგარქებს. წესიერი და იშიათი ოჯახი აქვს. ამით გამორცეულია და საამაყო ნამდვილად.
-----
08:44 / 13-01-2017
მოდელი არ ვარ ქართველი კაცი ვარ"
---თავი გაავს?--?
---ულვაშები?---?
---თვალწარბი---?
--ცხვირი?---?
ესე იგი გავს....თუ არ გავს
,,ქარტველ კაცს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:24 / 16-01-2017  Image მძიმე ავარიის დროს დაშავებულ გიორგი გოცირიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი და ყველას ვთხოვთ დაგვეხმაროს"
19:36 / 16-01-2017  Image ეჭვიანობა თუ წაგებული ფული? - 4 იანვარს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
ავარიაში მოყვა, ის მანქანა დაამტვრია, ღმერთმა არ შეარჩინა სხვისთვის წართმეული ფული
13:51 / 16-01-2017  Image „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში
10:29 / 04-09-2015  Image სიგარეტის მწარმოებლების მიერ გამხელილი საიდუმლო - თამბაქოს მომაკვდინებელი შემადგენლობა
"ციანიდი - მომაკვდინებელი შხამი"
14:19 / 16-01-2017  Image თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49