10 ცნობილი ქალის ფავორიტი სუნამოები

10 ცნობილი ქალის ფავორიტი სუნამოები

ის თუ რა სუნამოს ხმარობს ქალი, მის შესახებ საკმაო ინფორმაციას იძლევა. ზოგი სურნელი სექსუალურია, ზოგი ეგზოტიკური, ზოგი რომანტიკული, ზოგი ყვავილოვანი და ა.შ. წარმოგიდგენთ 10 ცნობილ ქალს და მათ საყვარელ სუნამოებს.

მილიონობით ქალის მსგავსად, მერილინ მონროც შანელის "ნომერი ხუთის" ფანი იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, საიდუმლო სიყვარული ფლორის "როუზ ჯენარიუმთანაც" ქონდა. სუნამო ფილმის "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გადაღებაზე ძალიან ხშირად მიჰქონდათ მის სასტუმროს ნომერში.

ჯეკი კენედის ფავორიტი ჟან პატოს კლასიკა "ჯოი" გახლდათ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ყველაზე ძვირიანი სუნამო იყო მსოფლიოში.

იხილეთ ფოტოგალერეა

მას შემდეგ, რაც გრეის კელი მონაკოს პრინცესა გახდა, მის რეგულარულ სუნამოდ "კრიდ ფლეურისიმო" იქცა.

ელიზაბეტ ტეილორი პირველი მეგავარსკვლავი იყო, ვინც საკუთარი ბრენდის სუნამო გამოუშვა, მაგრამ მანამდე მისი გული ჟან დესპრეზის "ბალ ა ვერსალს" ეკუთვნოდა.

ყვავილების დიდი მოყვარული ნატალი ვუდი ყველაზე ხშირად "ჯანგალ გარდენიას" იპკურებდა.

პრინცესა დიანა ჰერმესის "24 ფაბურგის" ფანი გახლდათ, რომელსაც მზიანი სურნელი ახასიათებს ფორთოხლის, ატმის და ქარვის შემცველობით.

ავა გარდნერი კრიდ ფლორის "როუზ ბულგარის" დიდი მოყვარული ყოფილა, სუნამოსი, რომელიც ბერგამოტის და მწვანე ჩაის სურნელითაა გამორჩეული.

ოდრი ჰეპბერნის საყვარელი სუნამო ჰუბერ დე ჟივენშის ეკუთვნოდა, რომელსაც "ლინტერდიტ" ერქვა და რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა 1957 წელს.

კეტრინ ჰეპბერნი ჟაკ გუერლანის 1933 წელს გამოშვებული სუნამოს "ვოლ დე ნუტის" მოყვარული იყო.

როდესაც პირველად ვივიენ ლი კლარკ გეიბლს შეხვდა, ეს უკანასკნელი იხსენებს, რომ ქალს იების სურნელი ჰქონდა. ბრიტანელი მსახიობი ჟან პატოს "ჯოის" დიდი მოყვარული გახლდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება