ნიკოლ კიდმანი ხალხს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ დონალდ ტრამპს

ნიკოლ კიდმანი ხალხს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ დონალდ ტრამპს

მსახიობი ნიკოლ კიდმანი აცხადებს, რომ დროა ამერიკელებმა აღიარონ ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტია და მხარი დაუჭირონ მას. ”ის უკვე არჩეულია და ჩვენ, როგორც ქვეყანამ, უნდა დავუჭიროთ მხარი პრეზიდენტს, იმის მიუხედავად ვინაა ის, იმიტომ, რომ ამაზეა ქვეყანა დაშენებული”, - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

”ყოველთვის ვერიდები პოლიტიკური კომენტარების გაკეთებას. არასოდეს გამიკეთებია მსგავსი რამ არც ამერიკაში, არც ავსტრალიაში. მე ფაქტებს ვეყრდნობი და ისე ვაფასებ”, - განაცხადა კიდმანმა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ავსტრალიის და ამერიკის. ”როგორღაც ასეთი რამ მოხდა, ის პრეზიდენტია და დროა, ამ ფაქტს თვალი გავუსწოროთ” - დასძინა კიდმანმა, რომელიც მსახიობობის პარალელურად გაეროს ქალთა კომიტეტის კეთილი ნების ელჩია.

მომზადებულია thehill.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება