თეთრი სახლის საიდუმლოებები - მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რეზიდენციის უცნობი სკანდალები

თეთრი სახლის საიდუმლოებები - მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რეზიდენციის უცნობი სკანდალები

ვაშინგტონი. თეთრი სახლი. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რეზიდენციის უცნობი სკანდალები, რომლებიც თეთრი სახლის კედლებს მიღმა არასოდეს გადის. აქ ყველას თავისი საიდუმლო აქვს... და ოლივია პოუპი ის ადამიანია, რომელიც ქვეყნის ელიტის საიდუმლოებებს კიდევ უფრო დაფარულს ხდის...

სერიალ "სკანდალის" მოქმედება ვაშინგტონში ვითარდება, მისი მთავარი გმირი ოლივია პოუპი (კერი ვაშინგტონი), კრიზისების მენეჯმენტის ფირმის დირექტორია. ოლივია იმ ტიპის პრობლემების მოგვარების სპეციალისტია, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის არ უნდა გახდეს ცნობილი. მისი ერთ-ერთი კლიენტი ამერიკის პრეზიდენტიც ხდება...

ცნობილი ტელე-პროდიუსერისა და სცენარისტის შონდა რაიმსის მორიგი რეიტინგული ქმნილება ABC-ის ეთერში 2012 წელს ჩაეშვა. 6 სეზონის განმავლობაში, სერიალიდან საიდუმლოებები და ინტრიგა არასოდეს ქრება. "სკანდალი" ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე საუკეთესო დრამატული სერიალის და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, კერი ვაშინგტონი აგრეთვე ნომინირებული გახლდათ "ემიზე" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

სკანდალური და რეიტინგული სერიალის ნახვა ქართველ მაყურებელს ახლა უკვე ქართულ ენაზე შეუძლია - ყოველ სამუშაო დღეს, 18:00 საათზე "სკანდალი" GDS-ის ეთერში გადის.

წარმოგიდგენთ 7 მიზეზს, რის გამოც აუცილებლად უნდა ნახოთ "სკანდალი":

1. დაფუძნებულია რეალურ ამბავზე. მთავარი პერსონაჟის - ოლივია პოუპის პროტოტიპი კრიზისების მენეჯერი ჯუდი სმიტია, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში, მისი პრესსპიკერის მოადგილედ მუშაობდა.

2. კერი ვაშინგტონი, ოლივია პოუპის ეკრანული სახე იდეალურია როლში. მის შემხედვარეს გინდება, რომ კოსტუმი შეიძინო და ძალაუფლების მოპოვებაზე იზრუნო.

3. სერიალში მუდამ გიჟური სასიყვარულო სამკუთხედია.

4. ერთი კვირა შეგზიზღდებათ პერსონაჟები, მეორე კვირას შეიყვარებთ მათ.

5. ძალიან ემოციურად მიუდგებით სიუჟეტს და მისი ყოველი წუთი სიამოვნებას მოგანიჭებთ. ბევრჯერ იქნება ისეთი სცენა, რომელიც ყბადაღებულს დაგტოვებთ...

6. სექსის სცენები. ისინი ძალიან სექსუალური და ვნებიანია, შეიძლება ითქვას, მსუბუქი ეროტიკის კატეგორიაშიც გადის.

7. სერიალის შემქმნელი სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი შონდა რაიმსია, რომლის ავტორობითაც კიდევ ერთი ჰიტი - "გრეის ანატომია" გადის ტელეეთერში.

შეგახსენებთ, სკანდალური და რეიტინგული სერიალის ნახვა ქართველ მაყურებელს ახლა უკვე ქართულ ენაზე შეუძლია - ყოველ სამუშაო დღეს, 18:00 საათზე "სკანდალი" GDS-ის ეთერში გადის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება