ჯულია რობერტსი ქმრის ღალატში გამოიჭირეს

ჯულია რობერტსი ქმრის ღალატში გამოიჭირეს

ჰოლივუდის მსახიობი ჯულია რობერტსი პაპარაცებმა უცნობ მამაკაცთან ერთად შენიშნეს. წყაროს ცნობით, წყვილმა დრო მალიბუს ერთ-ერთ რესტორან შოჰო Hოუსე-ში გაატარა. ერთობლივი ლანჩის შემდეგ, მსახიობი, რომელიც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა, ქუჩაში თავის კომპანიონთან ერთად გამოვიდა და ტუჩებში კოცნით დააჯილდოვა. პაპარაცების მიერ დაფიქსირებულმა ამ სცენამ ბლოგებსა და ტაბლოიდებში დიდი ტალღა ააგორა.

მედიაში ამტკიცებენ, რომ დაქორწინებულ რობერტსს რომანი აქვს, რაც ქორწინებაში პრობლემებზე მიუთითებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯულიას ქმარი, დენი მოდერი, ცოლის უცნობთან შეხვედრის პერიოდში ქალაქში არ იმყოფებოდა.

ამ ისტორიაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს იმის გარკვევა, თუ ვისთან სადილობდა და კოცნიდა ჯულია რობერტსი.

მამაკაცის სახელია რიჩარდ ლოვეტი. ის ოსკაროსანი მსახიობის დიდი ხნის აგენტი და მსხვილი კასტინგ-სააგენტო ჩAA-ს ერთ-ერთი მმართველია.   წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება