ცნობილი ადამიანები, რომლებიც წარსულში სტრიპტიზის მოცეკვავეები იყვნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წარსულში სტრიპტიზის მოცეკვავეები იყვნენ

ჰოლივუდში სტრიპტიზის მიმართ საკმაოდ ლოიალურად არიან განწყობილი. ბევრი ვარსკვლავისთვის სწორედ სტრიპტიზი იყო საწყისი ტრამპლინი. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს, როლებმაც კარიერა სტრიპტიზის მოცეკვავედ დაიწყეს.

1. ჩანინ ტატუმი

ტატუმის სტრიპტიზ-კარიერის შესახებ ფილმიც კი გადაიღეს  - ”მეჯიქ მაიკი”, სადაც თავად ასრულებს მთავარ როლს. მისი სასცენო ფსევდონიმი ჩენ კროუფორდი გახლდათ. ერთ საღამოსაც სტრიპტიზ კლუბში მისულმა ფოტოგრაფმა შეამჩნია ტატუმი და სარეკლამო სესიაში შესთავაზა მონაწილეობა, რის შემდეგაც ტატუმმა მრავალი შემოთავაზება მიიღო ცნობილი დიზაინერებისგან და საბოლოოდ კინობიზნესშიც ამოჰყო თავი.

2. რენე ზელვეგერი

ჰოლივუდის მსახიობი ოდესღაც სტრიპტიზ კლუბში მიმტანად მუშაობდა. მართალია სტრიპტიზით არ იყო დაკავებული, მაგრამ კლუბში პიკანტური ტანსაცმლით კლიენტების მომსახურება ევალებოდა.

3. ხავიერ ბარდემი

20 წლის ასაკში ხავიერ ბარდემს სერიოზული ფინანსური კრიზისი ჰქონდა. ერთ დღესაც სტრიპტიზ კლუბში აღმოჩნდა. იმ დღეს კლუბში მოხალისე მამაკაც სტრიპტიზიორს ეძებდნენ, ამ შეთავაზებას ბარდემი გამოეხმაურა. მისი ცეკვა ათ წუთს გაგრძელდა, მაგრამ მოხიბლულმა აუდიტორიამ ფული არ დაიშურა.

4. ლედი გაგა

ლედი გაგა სტრიპტიზ-კლუბში 18 წლის ასაკში მუშაობდა. მომღერალი აღიარებს, რომ იმ დროს ნარკოტიკებს ეტანებოდა. დღეს საკუთარ კლიპებში გაგა კვლავ შიშვლდება, ოღონდ ამჯერად საკუთარ მუსიკაზე და ამისთვის გაცილებით დიდ ფულს იღებს.

5. ბრედ პიტი

კოლეჯში სწავლის პერიოდში ბრედ პიტი სტრიპტიზით იყო გატაცებული. ის ჯგუფთან ერთად ცეკვავდა, რომელსაც ”შიშველი მოცეკვავეები” ერქვა. ძირითადად, კერძო წვეულებებზე ცეკვავდნენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება