"ასე ცხოვრება ძალიან კარგია" -რა სურვილი აუხდა შრომისმოყვარე ნიტა ლომიძეს

"ასე ცხოვრება ძალიან კარგია" -რა სურვილი აუხდა შრომისმოყვარე ნიტა ლომიძეს

პროექტში - "შენ შეგიძლია ცეკვა" გამოჩენისთანავე, 13 წლის ნიტა ლომიძემ თავისი ცეკვით მაყურებელი და ჟიურის წევრები აღაფრთოვანა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა. გასულ სამშაბათს, ყველაზე უმცროსმა მონაწილეებმა - ნიტა ლომიძემ და ლუკა ყარმაზანაშვილმა "კონტემპორარი" შეასრულეს...

ნიტა:

- ძალიან ვღელავდი, მაგრამ ვცდილობდი, ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ბევრს ვვარჯიშობდი, ძალზე მონდომებული ვარ...

- აუტსაიდერების გამოცხადებისას რას გრძნობ ხოლმე?

- ჩემთვის ეს ყველაზე ცუდი დროა - ძალიან ვნერვიულობ. არა მხოლოდ მე, სცენაზე მდგომი ყველა კონკურსანტი ნერვიულობს. მხოლოდ ხალხის იმედად ვართ...

- როცა თეა დარბაზშია, ეს სტიმულს გაძლევს თუ უფრო მეტად ნერვიულობ, რომ შეცდომა არ დაუშვა და დედამ არ შენიშნოს?

- დარბაზში მისი ყოფნა უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, ყველაფერი კარგად რომ გავაკეთო. მგონია, მეხმარება, როცა ის დარბაზშია.

- ჟიურის რომელი წევრის შეფასებაა შენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი?

- ჟიურის თითოეული წევრის შეფასება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და დიდ ყურადღებას ვაქცევ.

- დედა ჟიურიზე მეტ შენიშვნას ხომ არ გაძლევს?

- ახლა - არა, მაგრამ ისე, ბევრ შენიშვნას მაძლევს... რომ შევკრიბოთ, ჟიურის წევრებიც და დედაც შენიშვნებს თანაბარი რაოდენობით მაძლევენ (იცინის).

- რომელ ცეკვაში გინდა ძალა მოსინჯო?

- ალბათ - უფრო ლათინურში.

- შეგისრულებია სამეჯლისო სპორტული ცეკვა?

- "ჩა-ჩა-ჩას" ვცეკვავ. სოლო მოცეკვავე ვარ - "ლათინში" მეწყვილესთან ერთად არ მიცეკვია.

- პროექტში ე.წ. სიცოცხლის ცეკვა ყოველთვის მზად გქონდა?

- დიახ, სულ მზად მქონდა. საბედნიეროდ, მისი შესრულება არ დამჭირდა. ახლა "სიცოცხლის ცეკვას" მნიშვნელობა აღარ აქვს - მხოლოდ მაყურებლების იმედად ვართ...

- და მაინც, შენი "სიცოცხლის ცეკვა" რომელი იყო?

- 2 ცეკვა მქონდა მომზადებული - კონტემპორარი და ჯაზი. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება