"ქუ­ჩა­ში მო­მა­ძა­ხეს, თენ­გოს საყ­ვა­რე­ლო­ო..." - რა საერთო აქვს ნინო ოკუჯავას თავის გმირთან

"ქუ­ჩა­ში მო­მა­ძა­ხეს, თენ­გოს საყ­ვა­რე­ლო­ო..." - რა საერთო აქვს ნინო ოკუჯავას თავის გმირთან

მსა­ხი­ო­ბი ნი­ნო ოკუ­ჯა­ვა ამ­ბობს, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­სა­კითხად დრო­ის გა­მო­ნახ­ვა ძა­ლი­ან უჭირს. ის მუდ­მი­ვად გა­და­ღე­ბა­ზეა, აქვს მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც ოფის-მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს. სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზეც დე­დის რჩე­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით ჩა­ა­ბა­რა. პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლია.

- ბავ­შ­ვო­ბა­ში წიგ­ნის სამ­ყა­რო­ში ჩე­მი მეგ­ზუ­რი დე­და იყო. მე­გობ­რე­ბის მი­ერ ნა­ქებ წიგ­ნებ­საც ვკითხუ­ლობ­დი. წა­სა­კითხი ლი­ტე­რა­ტუ­რა გან­წყო­ბის მი­ხედ­ვი­თაც ხში­რად ამირ­ჩე­ვია. ავ­ტო­რე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს შექ­ს­პი­რი, ჩე­ხო­ვი, ცვა­ი­გი... დი­დი ინ­ტე­რე­სით ვეც­ნო­ბი ნო­ვე­ლებს, პო­ე­ზია დი­დად არ მიყ­ვარს, მაგ­რამ მაქვს ხოლ­მე პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა მე­გო­ბა­რი პო­ე­ტის ლექ­სებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეც­ნო­ბი.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი პე­პის­თან. მას­თან ერ­თად ვი­გი­ჟებ­დი, ვი­ხა­ლი­სებ­დი. ბავ­შ­ვო­ბა­ში პე­პის ვგავ­დი, მგო­ნია, რომ ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­ვუ­გებ­დით. პე­პის რო­ლი არა­ერ­თხელ მი­თა­მა­შია. მა­მა­კა­ცი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან რო­მეო შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და.

ბავ­შ­ვო­ბა­ში დე­დას დავ­ყავ­დი ცეკ­ვა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე... სცე­ნა, ტა­ში, დარ­ბა­ზი­დან წა­მო­სუ­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცია ძა­ლი­ან მომ­წონ­და. დე­დის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ­ში. ექი­მე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მათ გზას არ გავ­ყე­ვი. მა­მა გარ­დაც­ვ­ლი­ლი მყავს, მან მხო­ლოდ ჩე­მი ერ­თი სპექ­ტაკ­ლი ნა­ხა და მო­ე­წო­ნა. დე­და ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობს, სე­რი­ალს უყუ­რებს და რჩე­ვებ­საც ხში­რად მაძ­ლევს, ზოგ­ჯერ მა­ქებს კი­დეც.

წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან მიბ­რუ­ნე­ბა მჩვე­ვია. ზო­გი­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი სამ­ჯერ მაქვს წა­კითხუ­ლი. მე­რე უფ­რო კარ­გად მა­მახ­სოვ­რ­დე­ბა.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი დი­დად არ მიყ­ვარს, არც არას­დ­როს მი­თა­მა­შია. ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს. პი­როვ­ნე­ბა ბევ­რ­ჯერ უნ­და ვნა­ხო, რომ მას სა­ხე­ლით მივ­მარ­თო.

ახალ წელს ყო­ველ­თ­ვის შინ ვხვდე­ბი. მხო­ლოდ მე და დე­და ვცხოვ­რობთ და არ მინ­და მარ­ტო დავ­ტო­ვო. წელს გა­მო­ნაკ­ლი­სი მოხ­და, ახალ წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბა­კუ­რი­ან­ში შევ­ხ­ვ­დი. დე­და თა­ვის დას­თან ერ­თად შეხ­ვ­და, ეს სა­კითხი გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე მო­ვაგ­ვა­რე, რომ იქ მშვი­დად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო სამ­ზა­დის­ში ნაკ­ლე­ბად ვერ­თ­ვე­ბი, ალბათ იმიტომ, რომ დე­და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, 2-3 კვი­რით ად­რე იწყებს ტკბი­ლე­უ­ლი­სა და სა­ა­ხალ­წ­ლო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, სახ­ლ­საც თა­ვად რთავს. მე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ თუ ვეხ­მა­რე­ბი, ინ­ტე­რე­სი კი მაქვს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი არ მე­ხერ­ხე­ბა. ნაძ­ვის ხის დად­გ­მა მიყ­ვარს. ბავ­შ­ვო­ბა­ში მეკ­ვ­ლე­დაც დავ­დი­ო­დი. მე­გო­ბარ­თან 3 წე­ლი მი­ბა­რებ­დ­ნენ, მო­დი, კარ­გი ფე­ხი გაქ­ვ­სო.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება