ლინდსი ლოჰანმა ისლამი მიიღო?

ლინდსი ლოჰანმა ისლამი მიიღო?

სკანდალებით ცნობილმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამიდან" ყველა ფოტო წაშალა და საკუთარი ბიოგრაფიის გრაფაში მხოლოდ ერთი ფრაზა ჩაწერა - "მალეიქუმ სალამ", ისლამური მისალმება, რომელიც ნიშნავს "მშვიდობა გქონდეს".

ლოჰანისთვის გასული წელი გამორჩეული იყო არა პროფესიული კუთხით, არამედ სულიერით. მსახიობმა მთელი წელი სირიაში და აბუ დაბიში დევნილებთან მუშაობაში გაატარა. მისმა წარმომადგენლებმა მუსლიმურ საკონსულოს განუცხადეს, რომ ლოჰანი "განახლების პერიოდს" გადიოდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს ყურანი წაიკითხა.

"ყურანმა გამიხსნა კარები, რომელში შესვლითაც სულიერება შევიგრძენი და ახალი, ნამდვილი ცხოვრების აზრი აღმოვაჩინე. ახლა ასეთი ვარ," - განაცხადა თავად ლოჰანმა.

მუსლიმურმა საზოგადოებამ მსახიობი სიხარულით მიიღო. "ტვიტერზე" ქვეყნდება პოსტები, სადაც მათი რელიგიის მიღებას ულოცავენ ლოჰანს. თავად ვარსკვლავს ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, მართლა მიიღო თუ არა ისლამი ლოჰანმა, ჯერჯერობით შეუძლებელია.

მომზადებულია bullettmedia.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება