10 ვარსკვლავური წყვილი, რომელიც, თაყვანისმცემლების აზრით, არ უნდა დაშორებულიყო

10 ვარსკვლავური წყვილი, რომელიც, თაყვანისმცემლების აზრით, არ უნდა დაშორებულიყო

იყო დრო, როცა ქორწინდებოდნენ უცნობ ადამიანებზე და უნდოდათ თუ არა ეს, ვალდებულნი იყვნენ, ეცხოვრათ კანონიერ მეუღლესთან, იქამდე, სანამ სიკვდილი არ დააშორებდათ. ძველადაც მოიძებნებოდნენ, თუმცა დიდ იშვიათობას წარმოადგენდნენ ცოლს ან ქმარს გაშორებული ადამიანები. ასეთები ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელად არიან. დღესდღეობით, ყველას აქვს იმის საშუალება, გაეყაროს მოძალადე ქმარს, არ შეეგუოს ღალატს ან უბრალოდ, დაშორდეს ადამიანს, რომელთან ერთად ცხოვრებაც, მოსაწყენი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერს ორი მხარე აქვს, საგრძნობლად მოიმატა განქორწინებული მშობლების რაოდენობამ და ეს შვილების ფსიქოლოგიაზე ცუდად აისახა.

არიან წყვილები, რომელთა განშორების გადატანა არათუ შვილებს, არამედ საზოგადოებას გაუჭირდა. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და გთავაზობთ ტოპ 10 ვარსკვლავურ წყვილს, რომლებიც ხალხის აზრით, არ უნდა დაშორებულიყვნენ.

მსახიობები ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი მაყურებელს ძალიან უყვარს, ისინი ხალხს ერთად კიდევ უფრო მეტად მოსწონდათ. მიშა და ია ერთმანეთს სტუდენტობიდან იცნობდნენ, მათი სასიყვარულო ურთიერთობა ფილმის, "გასეირნება ყარაბაღში 2"-ის შემდეგ დაიწყო და 2010 წელს, ჯვარი ყველასგან მალულად, ბათუმში დაიწერეს. გასულ წელს, სამწუხაროდ, მათი თანაცხოვრება დასრულდა.

ასევე, 2010 წელს დაქორწიდნენ ნათია წიწილაშვილი და გიორგი კალანდაძე. მათი სასიყვარულო ისტორიაც გადაღებებზე დაიწყო. ისინი ერთმანეთს "ჩიფსების თაობის'' გადაღების დროს შეხვდნენ. გიორგისა და ნათიას პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდათ, როგორც ჩანს მსახიობები როლში შეიჭრნენ, თუმცა სიყვარულის ამბავი მალე დასრულდა.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება