"როცა ასეთ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის გამარჯვების იმედი მაქვს" - რა გეგმები აქვს თაკო გაჩეჩილაძეს "ევროვიზია 2017"-მდე

"როცა ასეთ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის გამარჯვების იმედი მაქვს" - რა გეგმები აქვს თაკო გაჩეჩილაძეს "ევროვიზია 2017"-მდე

თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია. სიმღერით - Keep the Faith სწორედ ის წარდგება საქართველოს სახელით 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც კიევში გაიმართება.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა.

Ambebi.ge მომღერალს დაუკავშირდა:

- კონკურსებში მონაწილეობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. როცა ასეთ საქმეს ვიწყებ, ყოველთვის მაქვს გამარჯვების იმედი და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ჩემი თაყვანისმცემლები სულ მწერდნენ სოციალურ ქსელში, რომ "ევროვიზიაზე" მიმეღო მონაწილეობა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

- ცნობილი გახდა, რომ შენი სიმღერა ანრი ჯოხაძემ დაწერა...

- ჩვენ ერთად დავწერეთ სიმღერა, თუმცა ძირითადი მელოდია ანრის ეკუთვნის. ტექსტი მე დავწერე. საკმაოდ მოკლე პერიოდში გაკეთებული სიმღერაა, დაახლოებით ერთ კვირაში. ახლა ორი დღით ვისვენებ და მომავალი კვირიდან გადავწყვეტთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას. გეგმაში გვაქვს, რომ სიმღერის არანჟირება ევროპაში გაკეთდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიმღერა ბევრად უფრო დალაგებულად, დინჯად და მაღალ დონეზე ჩაიწეროს.

- რა არის თქვენი გზავნილი ევროვიზიაზე?

- რადგან ჩემი სიმღერის ფონად, ეკრანზე მსოფლიოს პოლიტიკური მოვლენები გადიოდა, არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ სიმღერა პოლიტიკურია. ეს არის სიმღერა იმაზე, რომ ქვეყანაზე კარგიც ხდება და ცუდიც. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, არ უნდა დაეცე და გქონდეს რწმენა. ყველა ჩემს გულშემატკივარს უდიდეს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება