სოფო გორელაშვილი ქორწილის დღეს იხსენებს - "თავიდან, როცა მან ცოლობა მთხოვა..."

სოფო გორელაშვილი ქორწილის დღეს იხსენებს - "თავიდან, როცა მან ცოლობა მთხოვა..."

როლანდ ოქროპირიძისა და სოფო გორელაშვილის სიყვარულის ისტორია მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. ისინი დაქორწინდნენ, ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად, შეეძინათ პატარა ბიჭი და ერთ დღესაც მათი ზღაპარი დამთვრდა, ისინი განქორწინდნენ. მათი დაშორების უამრავი თეორია იყო, ხალხი ბევრს ლაპარაკობდა, თუმცა შეესაბამება კი რომელიმე რეალობას? თავად არც სოფოსა და არც როლანდს ამაზე არაფერი უთქვამთ. ჩვენ დავუკავშირდით სოფოს, მაგრამ ამაზე არაფერი გვიკითხავს, მას ვთხოვეთ, უბრალოდ მოეყოლა როგორი იყო მათი ქორწილის დღე.

- როგორი წარმოგედგინათ ბავშვობაში თქვენი ქორწილის დღე? რამდენად გავდა თქვენი წარმოდგენა რეალობას?

- ხშირად ვფიქრობდი, ისეთი ნამდვილად არ იყო, როგორიც წარმომედგინა. მე ძალიან მინდოდა ქორწილი მქონოდა ზაფხულში, ღია ცის ქვეშ, ახალგაზრდა სტუმრებით, მოკლე წრეში, საზღვარგარეთ და მოკლედ, მინდოდა ყოფილიყო თანამედროვე. მაგრამ ყველაფერი ძალიან დაუგეგმავად და სწრაფად მოხდა, ამიტომ მქონდა ტრადიციული ქორწილი რესტორანში თამადებითა და ბევრი სტუმრით.

- კაბის დიზაინი ვინ შეგარჩევიათ?

- არ მინდოდა პომპეზური და მასიური კაბა. ორიგინალური და სადა კაბის შეკერვაში დამეხმარა ჩემი მეგობარი შაკო. ის დიზაინერია და შვედეთში მოღვაწეობს.

- დარბაზი რა ფერებში იყო გაწყობილი?

- სადა ფერებში, კრემისფერში, სპილოსძვლის ფერში და იყო სხვადასხვნაირი ნახატები.

- ხელი როგორ გთხოვათ მეუღლემ?

- თავიდან, როცა მან ცოლობა მთხოვა ,მე მზად არ ვიყავი და მოგვიანებით მე ვუთხარი, წავიდეთ ჯვარი დავიწეროთ- მეთქი და ისე დავიწერეთ ჯვარი, არავინ არ იცოდა.

- როდის გაიაზრეთ პირველად, რომ დაქორწინდით და რა იგრძენით?

- სანამ არ დამწერეს ჯვარი და თბილისში არ ჩამოვედი, ვერ გავიაზრე, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.

განაგრძეთკითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება