გაიცანით "მის სამყარო" 2017!

გაიცანით "მის სამყარო" 2017!

მეორედ, კონკურსის ისტორიაში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა.

პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგოს ტიტული და გვირგვინი, 24 წლის ფრანგმა, ირის მიტენარმა მოიპოვა. ის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია და მომავალში ქირურგი-სტომატოლოგი გახდება.

სწავლის პარალელურად მოდელად მუშაობს. უპირატესობას ანიჭებს აქტიურ დასვენებას და სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

უყვარს ფრანგული სამზარეულო, კარგად ამზადებს და საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსაც ღიად აფიქსირებს.

შეგახსენებთ, კონკურსზე საქართველოს ნუკა ყარალაშვილი წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ "მის სამყაროს" ტიტული საფრანგეთის წარმომადგენელმა პირველად 1953 წელს დაიმსახურა. სილამაზის დედოფლის გვირგვინი, მიტენარს გასული წლის გამარჯვებულმა, ფილიპინელმა პია ალონსომ დაადგა. დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება