როგორ დაიკლო წონაში 12 კილო ბაბი კირკიტაძემ

როგორ დაიკლო წონაში 12 კილო ბაბი კირკიტაძემ

მსახიობი და მომღერალი, ბაბი კირკიტაძე თავის მოვლას და სამოსის არჩევას ბევრ დროს უთმობს. გარეგნობაში ექსპერიმენტების ჩატარებას ერიდება, ბუნებრიობას ანიჭებს უპირატესობას.

- მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო პერიოდში ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, ტრადიცია წელსაც არ დავარღვიე და ახალ წელს ახალი სამოსით შევხვდი.

- შოპინგზე მარტო დადიხარ ხოლმე?

- შოპინგზე სიარული მიყვარს, მაგრამ არჩევანის გაკეთება მიჭირს. რაიმეს შეძენის დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ, ამიტომ საყიდლებზე მარტო იშვიათად მივდივარ, დედა ან მეგობარი მიმყვება ხოლმე. მაღაზიებში დედასთან ერთად სიარული ძალიან მიყვარს. მართალია, განსხვავებული გემოვნება გვაქვს და რაიმეს შეძენის დროს სულ ვკამათობთ, მაგრამ კამათისას ჩემთვის სასურველ სამოსს უკეთესად ვარჩევ (იღიმის).

- დედის აზრს ითვალისწინებ ხოლმე?

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ. მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მეგობრის გემოვნებასაც ვენდობი.

- რამდენად ხშირად აახლებ გარდერობს?

- გარდერობს მთლიანად არასოდეს ვაახლებ, რადგან მაქვს ისეთი სამოსი, რომელიც ძალიან მიყვარს და ვერ ველევი. თუმცა, ახალ სამოსს ხშირად ვამატებ, რადგან ეკრანს ერთფეროვნება არ უყვარს.

- რაიმეს შეძენისას უპირატესობას ხარისხს ანიჭებ თუ ფასს?

- მთავარი ხარისხია.

- მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებ?

- არა, ვყიდულობ იმას, რაც ჩემი აზრით, მიხდება.

- დილით სარკის წინ დიდხანს ტრიალებ?

- კი, დილით სარკის წინ დიდხანს ვდგავარ. საღამოს რომ მოვამზადო სამოსი, რომელიც ძალიან მომწონს, დილით არჩევანს მაინც შევცვლი. ჰოდა, ჩაცმულობაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც საჭირო ადგილას მისვლა ხშირად მაგვიანდება.

- სამოსის ამოჩემება თუ გჩვევია?

- კი, მჩვევია და ახლა სპორტული სტილი მაქვს ამოჩემებული. ასეთ სამოსში თავს თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობ. ახლახან ვიყიდე მოსაცმელი, რომელიც ამოჩემებული სამოსის სიაში შედის. ვცდილობ, ის ყველაფერზე მოვიცვა და მოვიხდინო.

- შენს ეკრანულ ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავს?

- ამაზე ტელეკომპანია ზრუნავს.

- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მათ მიერ შერჩეული სამოსის ჩაცმა გააპროტესტე?

- არასოდეს მითქვამს, ამას ვერ ჩავიცვამ ან არ მომწონს-მეთქი. ამ მხრივ უპრეტენზიო ვარ.

- აქსესუარები გიყვარს?

- მიყვარს საათი, შარფი და ბეჭედი - ამ ნივთებს ყოველდღიურად ვატარებ და მათ გარეშე სახლიდან იშვიათად გავდივარ.

- სახის კანს როგორ უვლი?

- ჩემი სახის კანს ჯერჯერობით, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. სპეციალურ დასაბან ქაფს და სახის დამატენიანებელს ვიყენებ ხოლმე.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება