კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
11:38 / 31-01-2017
ვარსკვლავები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ - ვინ არის ერთადერთი მილიონერი მსახიობი საქართველოში
ქართველ ხელოვანებს საქართველოში დაფასება რომ აკლიათ, ყველამ კარგად იცის, ამიტომ ისინი იძულებულები არიან ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ბიზნესითაც დაკავდნენ. AMBEBI.GE იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს.

ია ფარულავა
მსახიობი ია ფარულავა ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მან აბანოთუბანში სასტუმრო გახსნა. სახლი, სადაც ია ფარულავამ სასტუმრო გახსნა, მსახიობმა 1997 წელს შეიძინა.

"ეს სახლი 1997 წელს შევიძინე. ავარიულ მდგომარეობაში იყო, სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. როდესაც სახლი ვიყიდე, მათ საცხოვრებელი ბინები შეიძინეს და გადავიდნენ, მე კი დავშალე ეს სახლი და
რამდენიმე წელი მქონდა დაკონსერვებული ადგილი. 2007 წელს დავიწყე სახლის მშენებლობა და ომის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე", - განუცხადა მსახიობმა AMBEBI.GE-ს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ორი წლის წინ იამ სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა, ის გადაკეთების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ეს ბიზნესი წარმატებით ააწყო.

ქრისტინე იმედაძე
მომღერალი ქრისტინე იმედაძე, სიმღერისა და ტელევიზიის პარალელურად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. მას ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს. დიზაინერობა მომღერალმა ნაქსოვი ქუდებით წამოიწყო, შემდეგ კი სამოსი შექმნა. ქრისტინეს ბიზნესი დროთა განმავლობაში წარმატებულად განვითარდა, ამიტომ მან საკუთარი ბრენდის ხაზი "SAMI" შექმნა, რომელიც სპორტულ და ყოველდღიურ სამოსს აწარმოებს.

ლაშა ღლონტი
ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მეგობართან ერთად მომღერალმა ღვინის წარმოება დაიწყო. ღვინო ტრადიციული არომატისგან რადიკალურად განსხვავებულია და ძირითადად, მანდილოსნებზეა გათვლილი. ლაშა ღლონტის ღვინის ბრენდს "აპრილი" ეწოდება და ის მხოლოდ საზღვარგარეთ იყიდება.

ზაზა ფაჩულია
ცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ში წარმატებული კარიერის პარალელურად, სამშობლოში ბიზნესით არის დაკავებული. მან რამდენიმე წლის წინ, თბილისში სასტუმრო, მოგვიანებით კი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გახსნა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარეობს. ზაზას ბიზნესის წარმოებაში დედა და ახლობლები ეხმარებიან.

ნინა წკრიალაშვილი
მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა ბიზნესში ჩართვა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. მან მეგობართან ერთად ქალის თეთრეულის მაღაზია გახსნა. ნინას მაღაზიაში საქართველოში შექმნილი ქალის თეთრეული და წინდები იყიდება. მომღერალს ბიზნესის წარმოებაში ნელიკო ნაჭყებია ეხმარება.

ლევან ჯიბღაშვილი

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ბიზნესში რამდენიმე წლის წინ ჩაერთო. მან ბავშვთა გასართობი ცენტრი გახსნა, რომელიც თბილისში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოგვიანებით კი საკლუბო ბიზნესით დაინტერესდა. ბათუმში და თბილისში კარაოკე კლუბები გახსნა. ლევან ჯიბღაშვილისთვის ბიზნესში წასვლა განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა, ის ერთადერთი მილიონერი მსახიობია საქართველოში.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

Georgian celebrities who own their business
18:41 / 13-08-2017
ვაი ვაი
0
ლევან ჯიბღაშვილი თუ ნაცებმა გახსნეს
11:29 / 10-08-2017
nino
0
ვარსკვლავის განმარტება ძალიან მომეწონა.ჰა ჰა ჰაა--ლელა არა?
მსგავსი სიახლეები
”სამშენებლო და სარემონტო მასალები და მშენებლობის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს”
ია ფარულავა საკუთარი გამორჩეული სილამაზის გამო, ბავშვობიდან იქცევს ხალხის ყურადღებას
ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ
+VIDEO| ფაჩულიას მეუღლემ ამერიკაში იმშობიარა
თიკა ალავიძე სულ მალე ელოდება მეოთხე პატარა ფაჩულიას დაბადებას
ბოლო დროს თბილისში ხმები გავრცელდა, რომ თორნიკე და ქრისტინე დაშორდნენ
+VIDEO: ფაჩულიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ
ნანა კობერიძე სიმსივნით გარდაიცვალა
"ბეჭედი აჩუქა დაბადების დღეზე და ამას დაერქვა ნიშნობა...მოგვიანებით თქვა, არ მომყავს ცოლადო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:07 / 18-11-2017  Image რომელი ქალაქები დაიტბორება ყინულის დნობის შედეგად - NASA-ს პროგნოზი
მეცნიერებმა პროგრამა შექმნეს, რომელსაც მყინვარების დნობის შედეგად დატბორვის სავარაუდო არეალების დადგენა შეუძლია
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49