ქეთა თოფურიას რომანი აქვს? - რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ქეთა თოფურიას რომანი აქვს? - რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

"A Studio"-ს ქართველი სოლისტის ქეთა თოფურიას შესახებ რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც რამდენიმე რუსული სააგენტო წერს, მომღერალი რეპერ გუფისთან რომანტიკულ ურთიერთობაში გამოიჭირეს. სააგენტოები იუწყებიან, რომ წყვილმა საახალწლო არდადეგები ერთად გაატარა ტაილანდში. 37 წლის ალექსეი დოლმატოვი და ჯგუფ "A Studio"-ს სოლისტი ერთ ვილაში დასახლდნენ.

ვიდეოში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, ირწმუნებიან, რომ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სწორედ ქეთა თოფურიაა, რომელიც გუფის მკერდზეა წამოწოლილი. ქეთა თოფურიამ ახალი წლის არდადეგები მართლაც ტაილანდში გაატარა.

იხილეთ ვიდეო

ქეთასა და ალექსეის ინსტაგრამის გვერდებზე ფოტოები აქვთ ატვირთული, სადაც ერთი და იგივე ვილაა აღბეჭდილი, იგივე სუვენირები, იგივე შეზლონგები. როგორც ამბობენ, მოსკოვშიც წყვილი ერთად ჩაფრინდა, მაგრამ სასაზღვრო კონტროლის გავლის შემდეგ განცალკევდნენ. წყარო ამბობს, რომ მათი რომანი ერთი წელია გრძელდება, მას შემდეგ რაც ერთად გადაიღეს კლიპი სიმღერისთვის "Далеко".

"ქეთი ძალიან ცდილობდა ამ ამბის დამალვას, ეშინოდა ქმარს არ გაეგო. ლევი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა ამერიკაში ცხოვრობს, სადაც სამუშაოდაა წასული. ქმრის წასვლის შემდეგ ქეთი რუბლიოვკაზე ელიტური სახლიდან "მასკვა სიტის" ბინაში გადავიდა", - ყვება მომღერალთან დაახლოებული პირი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება