ვინ არის ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ავსტრიული ტელეარხიდან ევროპას ქართულ ამბებს გააცნობს

ვინ არის ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ავსტრიული ტელეარხიდან ევროპას ქართულ ამბებს გააცნობს

ქართული კულტურა, პოლიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრება და მათი პრობლემები მალე ავსტრიულ ტელეარხზე გაშუქდება. ტელეკომპანია OktoTV-ზე საქართველოს შესახებ ყოველკვირეული გერმანულენოვანი გადაცემა იწყება. ტელეპროექტი ავსტრიელებსა და გერმანულენოვანი სამყაროსთვის საქართველოსა და ზოგადად, კავკასიის გაცნობას ისახავს მიზნად.

მრავალფეროვანი სიუჟეტები საქართველოს გარდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე ჩეჩნეთისა და ინგუშეთის შესახებაც მომზადდება. გადაცემას სახელწოდებით "კავკასია" ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე წაიყვნს. მისი თქმით, ძალიან სასიამოვნო ფაქტია, როდესაც უცხოური ტელევიზია საქართველოთი და ზოგადად, კავკასიის რეგიონით ინტერესდება.

ამბობს რომ, ეს საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმეა, რომელიც მაქსიმალურად კარგად უნდა გაკეთდეს.

"გადაცემა ძირითადად უცხოელებზეა გათვლილი, მათ კავკასიის ქვეყნებზე დეტალური, რაც მთავარია პიზიტიური და სასიამოვნო ამბები უნდა მივაწოდოთ, ავსტრიელების უმეტესობას საქართველოს შესახებ არც კი გაუგია" - აცხადებს ჟურნალისტი. პირველი საპილეტო გადაცემა ავსტრიულ ტელესტუდიაში უკვე ჩაიწერა. საქართველოს შესახებ გადაცემები ეთერში მარტიდან გავა", - ამბობს ხაჩიძე.

ლექსო ბექაური

Ambebi.ge

"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

"მაყურებელი შოკში ჩავარდება!" - რას გვპირდებიან "მასტერშეფის" ნახევარფინალში კონკურსანტები?

"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა