2017 წლის საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება

2017 წლის საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება

2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე დაესწრნენ.

საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშო ევროფესტივალზე.

"2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა სიმღერით "მზეო" მოუტანა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება