მსახიობი, რომელიც ლენუკა ყიფშიძეს მამაში ეშლება

მსახიობი, რომელიც ლენუკა ყიფშიძეს მამაში ეშლება

ფოტოების გადაღებამ დაახლოებით 4 წლის წინ გაიტაცა. ილია II უკრაინაში რუსეთის პატრიარქს რომ შეხვდა, წირვაზე დასასწრებად მისული უამრავი ადამიანის გამო, ღვთისმსახურება კიევო-პეჩორის ლავრის ეზოში ჩატარდა. ქართულ დელეგაციას შორის სტიქაროსანი ლაშა გურგენიძეც იყო, რომელმაც ნათესავისგან ნათხოვარი ფოტოაპარატით ფირზე სასულიეროო პირები აღბეჭდა. აქედან გაჩნდა ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი, მერე იური მეჩეთოვთან გაიარა კონსულტაცია, რომელმაც ხედვა მოუწონა და ურჩია, ამ საქმეს არ შეშვებოდა...

ახლა უკვე თავისი აპარატით იღებს და რამდენიმე ფოტოთი განსაკუთრებით ამაყობს. პირადად მე, კახი კავსაძისა და გია ყანჩელის პორტრეტებმა მომხიბლა, ამიტომ ლაშას ვთხოვე, ჟურნალში მათი დაბეჭვის საშუალება მოეცა. გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრის მსახიობ ლაშა გურგენიძეს ძალიან უყვარს თავისი პროფესია და თეატრში მაყურებელთან "ცოცხალი ურთიერთობები". აღნიშნული თეატრების რეპერტუარის დიდ ნაწილში დაკავებულია, დატვირთული პროფესიული ცხოვრება აქვს, თუმცა შეძლებისდაგვარად, დრო აღნიშნული გატაცებისთვისაც რჩება. ერთხელ უკვე ჰქონდა მცდელობა, საქველმოქმედო ხასიათის ფოტოგამოფენა გაემართა, თუმცა მაშინ, პროექტისათვის დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლო. როგორც მითხრა, გული დასწყდა არა იმიტომ, რომ საკუთარი ნამუშევრების ფართო მასებისთვის გაცნობა ვერ შეძლო, არამედ იმიტომ, რომ საქველმოქმედო საქმე არ გამოუვიდა. სამომავლოდ საკუთარი ფოტონამუშევრების გამოფენას იმავე დატვირთვით, აუცილებლად გეგმავს და შესაძლოა, ეს თავისუფალი თეატრის შენობაშიც მოხდეს.

წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება