გუფის ყოფილი ცოლი ქეთა თოფურიასა და რეპერის რომანზე კომენტარს აკეთებს - "ბედნიერებას ვუსურვებ მათ"

გუფის ყოფილი ცოლი ქეთა თოფურიასა და რეპერის რომანზე კომენტარს აკეთებს - "ბედნიერებას ვუსურვებ მათ"

მომღერალი აიზა ანოხინა ყოფილი ქმრის, რეპერ გუფისა (ალექსეი დოლმატოვი) და ქეთა თოფურიას რომანის ამბავს გამოეხმაურა. აიზას რწმუნებით, ის დიდი ხანი ეჭვობდა, რომ რეპერის გვერდით კარგი ქალი იყო.

"გამომდინარე იქედან, რომ გუფმა სწორად ცხოვრება დაიწყო, ეჭვები მქონდა, რომ მის გვერდით კარგი ქალი იყო" - ჰყვება ანოხინა.

მისი თქმით, ყოფილ ქმართან ხშირი ურთიერთობა უწევს, რადგან გუფი ბავშვს ხვდება. "მისი ახალი ურთიერთობების შესახებ ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ბედნიერებას ვუსურვებ მათ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ექნებათ".

შეგახსენებთ, რომ რეპერი "А-Студио"-ს სოლისტთან, ქეთა თოფურიასთან ერთად ტაილანდში ისვენებდა. ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ფოტოებში, ჩანს, როგორ ირუჯება ქეთა რეპ-შემსრულებლის მკერდზე წამოწოლილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფოტოები უხარისხო და რთულად გასარჩევია, ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ აღბეჭდილი ნამდვილად ეს ორი ვარსკვლავია... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება