რას გეგმავს ეკა აბულაძე "ნიჭიერში" გამარჯვების შემდეგ -"დაბალი დონის ჭორიკანა ხალხის პოსტები არ მგონია, ვინმეს აინტერესებდეს..."

რას გეგმავს ეკა აბულაძე "ნიჭიერში" გამარჯვების შემდეგ -"დაბალი დონის ჭორიკანა ხალხის პოსტები არ მგონია, ვინმეს აინტერესებდეს..."

2017 წლის "ნიჭიერის" გამარჯვებული მომღერალი ეკატერინე აბულაძე გახდა. მან ფინალში ჯოან ჯეტის "I love rock'n roll" შეასრულა. ეკამ შემოსული ზარების, 134 506 ხმის 42% მიიღო, თუმცა რატომღაც სოციალურ ქსელში ძალიან გააკრიტიკეს. "სულ მომღერლები რატომ იმარჯვებენ?!", "ამას არ უნდა გაემარჯვა, მორჩა რა არ ღირს "რუსთავი2"- ის ყურება", "ეს ბოლოდან მეორე ადგილზე უნდა გასულიყო", "რა უნიჭობაა", - წერს "ნიჭიერის" მაყურებელი.

ჩვენ დავუკავშირდით ეკას, რათა გვეკითხა, რას ფიქრობს ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე და გაეზიარებინა თავისი ემოციები.

- პირველ რიგში მომიყევი რამ ან ვინ შთაგაგონა ნიჭიერში მონაწილეობის მიღება? როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

- ჩემი სურვილი არ ყოფილა, ჩემი მეუღლის და ბენდის დრამერის ხანგრძლივი თხოვნის შედეგია.

- მანამდე სხვა ასეთი მასშტაბის პროექტში მიგიღია მონაწილეობა?

- კი, რამდენიმე წლის წინ, სხვა არხზე.

- ეცადე, თავი წარმოიდგინო არა კონკურსანტის, არამედ მაყურებლის ამპლუაში და გაგვიზიარე შენი მოსაზრება, ვის მიცემდი ხმას?

- რა თქმა უნდა, მყავდა ჩემი ფავორიტი მომღერლები, რაღაც" უცნაური" ნომრებით ვერ ვიხიბლები, ამიტომ არ ვუყურებდი "ნიჭიერს". წელს პირველად მომიწია მაყურებლის ამპლუაში ყოფნა.

- ერთი ან ორი ასეთი ფავორიტი მომღერლის ვინაობასაც ხომ არ დაასახელებდი, კონკრეტულად?

- გიორგი, ალექსანდრე, ათძალი, ასე რომ ააქოთქოთა "ერი".

- როგორი გრძნობა იყო, როცა შენი სახელი და გვარი გამოაცხადეს?

- შოკისმომგვრელი. გამყინა, ხმა ვერ ამოვიღე, ცრემლები წამსკდა. არ ველოდი, მეგონა, მაინც "რუსთავი 2"-ის რჩეულს გაამარჯვებინებდნენ. თან ერთი პრიზიც არ შემხვდა, მოკლედ, უიმედოდ ვიდექი სცენაზე, ეს ცუდი გრძნობა იყო. რომ გავიმარჯვე, ამის

დაჯერება ბოლომდე გამიჭირდა.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება