რუს ლამაზმანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ოთხი დღეა მკერდიდან სისხლი სდის

რუს ლამაზმანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ოთხი დღეა მკერდიდან სისხლი სდის

რუსი მოდელი და ტელეწამყვანი, მომღერალ პროხორ შალიაპინის ყოფილი საცოლე ანა კალაშნიკოვა საავადმყოფოში მოხვდა მკერდიდან შეუჩერებელი სისხლდენის გამო.

როგორც 32 წლის ლამაზმანი ამბობს, ეს პლასტიკური ოპერაციის შედეგია. შვილის გაჩენამდე ექვსი წლით ადრე კალაშნიკოვამ ლონდონის კლინიკაში გაიკეთა მკერდის პლასტიკური ქირურგია, მაგრამ სექსუალური მკერდის ნაცვლად, მიიღო არაბუნებრივი ბურთები, რომლებმაც ფორმები დაკარგა და ქვასავით გამაგრდა. კალაშნიკოვამ მორიგი ოპერაციის გაკეთება უკვე მოსკოვში გადაწყვიტა. ექიმებმა ოპერაციის დროს აღმოაჩინეს, რომ ქალის მკერდში საკმარისი სილიკონი არ იყო. სამი ზომის მკერდის სილიკონის ნაცვლად, რისი ფულიც ანამ ოპერაციაში გადაიხადა, მას ორი ზომის მკერდის იმპლანტი ჰქონდა ჩადგმული. ცნობილი მომღერლის ყოფილმა შეყვარებულმა მკერდის ოპერაციისთვის თითქმის მილიონი გადაიხადა.

იხილეთ ვიდეო

"მეოთხე დღეა მკერდიდან სისხლი მდის, ამიტომ ჯერ არ მწერენ ექიმები. ორივე მკერდზე ორი მილი მაქვს მიერთებული და სპეციალური დრენაჟით სისხლი გამოდის. ჩემი ქირურგი მარწმუნებს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ძალიან მეშინია. საშინელებაა ის, რომ ამდენი დღეა გაუნძრევლად ვწევარ. თავიც კი ვერ დამიბანია. ექიმმა მოძრაობა ამიკრძალა, ხელის აწევაც კი არ შემიძლია სელფის გადასაღებად", - ამბობს ანა.

მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით

62 წლის მადონასა და მისი 26 წლის ბოიფრენდის სიყვარულის ამბავი - "ბიჭის მშობლები ვახშამზე მიიწვია და უთხრა, რომ მათი შვილი უპირობოდ უყვარდა"

"როცა სიმღერა მაქვს შესასრულებელი, შიში მიპყრობს..." - რა სიახლეა მომღერლის ცხოვრებაში, რომლის გაცოცხლებულმა ჰიტმა 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა

სულ სხვანაირი კიანუ რივზი - მსახიობის შეცვლილი ვარცხნილობა და ვნებიანი კოცნა მეგობარ ქალს