ბალზაკის ასაკის ცნობილები - რას ამბობენ ქართველი ქალები ასაკობრივ პლიუს-მინუსებზე

ბალზაკის ასაკის ცნობილები - რას ამბობენ ქართველი ქალები ასაკობრივ პლიუს-მინუსებზე

რას გულისხმობს ბალზაკის ასაკი? მოწიფულობაში შესულ ქალს, რომელსაც ჩამოყალიბებული გემოვნება და შეხედულებები აქვს; ქალს, რომელმაც იცის, რა სურს ცხოვრებისგან. ბალზაკის ასაკის ქალად მოიაზრება 30 წელს გადაცილებული ქალი. ტერმინი 1831 წლიდან დამკვიდრდა, როდესაც ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანი "30 წლის ქალი" გამოვიდა.

გასული საუკუნისგან განსხვავებით, ბალზაკის ასაკმა ტრანსფორმაცია განიცადა,­ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინისა და განსხვავებული შეხედულების წყალობით, ერთი ათეული წლით გადაიწია. ქალს ასაკს არ ეკითხებიან და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტზე­ საუბარს გაურბიან, მაგრამ ჩემმა რესპონდენტებმა გაბედეს და თავიანთი­ ასაკის დადებით და უარყოფით მხარეებზე თამამად ისაუბრეს.

"არ არსებობს ასაკობრივი ცენზი, ასაკი სულის მდგომარეობაა"

ლალი მოროშკინა ბალზაკის ასაკს მშვიდად და გააზრებულად შეხვდა. თავისი ასაკიც გაამხილა და ისიც მიამბო, რა შეცვალა ასაკის მატებასთან ერთად.

- დღეს ბალზაკის ასაკის ქალებად ითვლებიან 40-45 წელს გადაცილებული ქალები. იმის გამო, რომ ასაკი გაახალგაზრდავდა, ხშირად ვხვდებით ქალებს, რომლებიც თამამად მშობიარობენ 40 წლის ასაკში და ბედნიერად გრძნობენ თავს. სამაგალითოა ის ოჯახებიც, რომლებიც 40 წლის შემდეგ იქმნება. შეხედულებები შეიცვალა, ადამიანი­ თვლის, რომ ჯერ რაღაც უნდა შექმნას, მიიღოს განათლება, სტატუსი და მერე იპოვოს მეგობარი, რომელთანაც გააგრძელებს­ ცხოვრებას.

სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში - მე 40 წელსაც გადავაბიჯე და 50-საც მივუკაკუნებ მალე - არ არსებ­ობს ასაკობრივი ცენზი, ასაკი სულის მდგომარეობაა. უნდა შევძლოთ და ჩვენი ასაკის დადებითი მხარეც დავინახოთ - გავზარდე შვილები, ველოდები შვილიშვილს, შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება და არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა გავუწიო. არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. განგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება