ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც პოპულარობა გაშიშვლებამ მოუტანა

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც პოპულარობა გაშიშვლებამ მოუტანა

პოპულარობის მიღწევა საქართველოში საკმაოდ მარტივია, იმისთვის, რომ ხალხი აალაპარაკო, ზოგჯერ მხოლოდ გაშიშვლება არის საკმარისი, სწორედ ამ ფორმით გახდა ცნობილი არაერთი, დღეს უკვე პრესისთვის და ხალხისთვის საინტერესო ადამიანი. AMBEBI.GE იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, რომლებიც სწორედ სიშიშვლით ან თამამი ჩაცმულობით გახდნენ პოპულარულნი.

თამო ვაშალომიძე

სექსუალური გარეგნობის მქონე გოგონას ფოტოსესიამ, რამდენიმე წლის წინ მთელი თბილისი აალაპარაკა. თამო ვაშალომიძემ სიშიშვლის გარდა, ხალხის ყურადღება პირადი ისტორიითაც მიიპყრო, ის თავიდანვე გულახდილად საუბრობდა პირადი ცხოვრების შესახებ. ხალხის განსაკუთრებული გაოცება მისმა წარსულმა გამოიწვია - ვაშალომიძე ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა, თუმცა სექსუალურ მოდელად მალე გადაიქცა. ამას მოჰყვა სკანდალური დაპირისპირება დედასთან, რომელმაც შვილი სატანას შეადარა, თუმცა ისინი რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ. თამო ვაშალომიძე საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ცვლილებები გარეგნობაში ყველასთვის შესამჩნევია.

ნინი ონიანი

მოდელი და მსახიობი ნინი ონიანი მაყურებელმა სერიალ "ქალთა სახეებიდან" გაიცნო. მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, როცა მისი თამამი ფოტოები გავრცელდა. ამის შემდეგ ხალხი მისი და გიორგი ვარდოსანიძის რომანის შესახებ ალაპარაკდა. პრესა წერდა, რომ გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას სწორედ ნინი ონიანის გამო დაშორდა, თუმცა მოგვიანებით ეს ამბავი ჭორი აღმოჩნდა, გაირკვა, რომ ოჯახი ბაბეტამ დაანგრია. სექსუალური ნინი ონიანი ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა ტაბუდადებულ თემებზე, რაც მის მიმართ ინტერესს ერთიორად ზრდიდა. რამდენიმე თვის წინ ნინი ვაჟიკო მახვილაძეზე დაქორწინდა და ახლა თამამ ფოტოსესიებზე უარს ამბობს.

ბაბეტა

მოცეკვავე ბაბეტა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, ახალგაზრდა "გოუ გოუ დენსერი" პირველად "რუსთავი 2"-ის ეთერში გამოჩნდა და "იქს ფაქტორში" მიიღო მონაწილეობა. ხალხის ყურადღება მან ტატუებით მიიპყრო. ბაბეტამ ფილარმონიის სცენაზე იმღერა, მაგრამ პროექტში ვეღარ მოხვდა. მისი აღმავლობა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, ბაბეტას თამამი ფოტოები და ხმამაღალი განცხადებები ხშირად ხვდებოდა პრესის ყურადღების ცენტრში. გიორგი ვარდოსანიძის ოჯახის დანგრევის შემდეგ კი გაირკვა, რომ ოჯახი სწორედ ბაბეტას გამო დაინგრა.

ემილია სისაური

მოდელი ემილია სისაური საზოგადოებამ ასევე სიშიშვლით გაიცნო. ქერათმიანი გოგონას თამამმა ფოტოებმა ხალხი მალე აალაპარაკა. მოგვიანებით ემილიამ შალვა რამიშვილზე გააკეთა სკანდალური განცხადება და თქვა, რომ სექსის სანაცვლოდ რამიშვილი მას სამსახურს დაჰპირდა. ემილია სისაური პროფესიით ჟურნალისტია და ახლა სიშიშვლით ყურადღების მიპყრობაზე უარს ამბობს.

სოფია სებისკვერაძე

მსახიობი სოფია სებისკვერაძე საზოგადოებამ თამამი როლებით გაიცნო, "ჭამა და სექსის" მომხიბვლელმა პერსონაჟმა სიშიშვლეზე უარი არც ფილმის გადაღებების შემდეგ თქვა. მისმა ეროტიულმა ფოტოსესიამ ხალხი არაერთხელ აალაპარაკა. სოფია გარკვეული პერიოდის მანძილზე, რეჟისორ გიორგი ლიფონავას შეყვარებულიც იყო, მაგრამ ურთიერთობა მოულოდნელად დასრულდა. სოფია ახლა ახმეტელის თეატრის მსახიობია და თამამ ფოტოებზე უარს ამბობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება