"რეალობის შიში ყველაზე საშინელი რამ არის" - როდის ესმის საკუთარი გულისცემა ქეთი ხუციშვილს

"რეალობის შიში ყველაზე საშინელი რამ არის" - როდის ესმის საკუთარი გულისცემა ქეთი ხუციშვილს

"ადამიანები შეცდომებს რომ არ ვუშვებდეთ და შემდეგ ამ შეცდომებზე არ ვსწავლობდეთ, მაშინ ცხოვრება უინტერესო და მოსაბეზრებელი იქნებოდა. რატომ ხდის შეცდომები ცხოვრებას საინტერესოს? - იმიტომ, რომ შეცდომები ცხოვრებისეულ გამოცდილებას გვმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, შეცდომებზე სწავლა ძალიან მტკივნეულია", - ამბობს ქეთი ხუციშვილი, რომელიც ბოლო დროს ძალზე პოპულარული გახდა.

- წლების მატების გეშინია?

- ვფიქრობ, წლების მატების არასოდეს არ უნდა გეშინოდეს. საკუთარ ასაკს ყოველთვის ამაყად ვუსწორებ თვალს და იმ ასაკში ყველაზე მეტად მომწონს თავი, რომელშიც ვარ...

- წარუმატებლობა გიგემია?

- წარმატება და წარუმატებლობაც - ორივე მიგემია. ყველაზე ცუდია, როცა წარუმატებლობის გამო ფარ-ხმალს ყრი. შინაგანად მებრძოლი ვარ და წარუმატებლობას არასოდეს ვემორჩილები.

- თუ ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- ხშირად გარემო და სიტუაცია გვკარნახობს, რომ უნდა ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს, მაგრამ მთავარია, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი შევინარჩუნოთ.

- გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება თუ გჩვევია?

- დიახ, ხშირად გადაწყვეტილებებს სპონტანურად ვიღებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფიქრი არ მიყვარს.

- რომ გქონდეს შანსი, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

- ესპანეთში დავიბადებოდი. მომწონს ეს ქვეყანა და სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ. მაგრამ მთელი ცხოვრების იქ გატარება, გამიჭირდებოდა. ვგრძნობ, შინაგანად აქაურობას ვეკუთვნი.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რომელი სამსახური გაგამდიდრებდა?

- ის, რასაც ახლა ვაკეთებ და რა საქმესაც ვემსახურები, ანუ ჩემი პროფესია გამამდიდრებდა.

- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

- ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ვიცი, რომ გამომივა.

- ადამიანებს ადვილად ენდობი?

- ადამიანებს არ ვენდობი. თუმცა, ჩემს ამ თვისებას ვერავინ ამჩნევს. ვცდილობ, არ შევიმჩნიო.  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება