შარლიზ ტერონმა 16 კილოგრამი დაიკლო

შარლიზ ტერონმა 16 კილოგრამი დაიკლო

შარლიზ ტერონი არ უფრთხის რადიკალურ ცვლილებებს და მალე ყველანი დავრწმუნდებით ამაში, როდესაც ფილმი Tully გამოვა დიდ ეკრანებზე. სამხრეთ აფრიკელმა ლამაზმანმა როლისთვის მსხვერპლი გაიღო - 41 წლის მსახიობმა 16 კილო მოიმატა და რამდენიმე თვით მის უზადო ფიგურას დაემშვიდობა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით ტერონი მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა, რომელიც ცდილობს კარიერა და დედობა შეუთავსოს ერთმანეთს. რეალისტური ეფექტის მისაღებად ჰოლივუდელმა ლამაზმანმა საკუთარი ტანადობა გაიღო მსხვერპლად.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც შარლიზი სხეულის ტრანსფორმაციას თანხმდება. ფილმისთვის "ტკბილი ნოემბერი" ის 40 კილოგრამი გახდა, "მონსტრში" მთავარი როლის მიღების შემდეგ კი 14 კილოგრამით გასუქდა. თუმცა, ეს მსხვერპლი ამად ღირდა: შარლიზმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პირველი "ოსკარი", კანის კინოფესტივალის "ვერცხლის დათვი" და "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა.

Tully-ის გადაღებებიდან ნახევარი წელი გავიდა და მსახიობი უკვე დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას - ის კვლავ მიმზიდველი და ათლეტური გარეგნობით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა მოახერხეს ტერონისთვის ფოტოების გადაღება, სადაც ჩანს, რომ მსახიობი უკვე იდეალურ ფორმაშია.

მომზადებულია elle-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება