ცნობილი ადამიანების ძვირადღირებული მანქანები

ცნობილი ადამიანების ძვირადღირებული მანქანები

სელებრითებისთვის ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის, ის ერთ-ერთი ხერხია, საკუთარი სტატუსის გამოსახატად. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს და მათ ძვირადღირებულ მანქანებს.

ჯასტინ ბიბერი

ახალგაზრდა მომღერალს ფერარი F430, ლამბორჯინი ავენტადორი, აუდი R8, რენჯ როვერი და კადილაკი CTS ჰყავს. წელს დაბადების დღეზე მას 1965 წლის გამოშვების "ლინკოლნ კონტინენტალი" აჩუქეს.

სნუპ დოგი

როგორც არ უნდა მოიხსენიებდეთ მას, სნუპ დოგად თუ კელვინ ბროდუსად, რეპერმა შესანიშნავი კარიერა შექმნა და მას საოცარი მანქანების კოლექცია გააჩნია. მაგალითად, მის მფლობელობაშია 1967 წლის პონტიაკ პარიზინი და როლს როის ფანტომი.

კანიე უესტი

უესტი ფუფუნების დიდი მოყვარულია. ის და მისი მეუღლე კიმ კარდაშიანი ავტომობილებს დიდ ყურადღებას უთმობენ. მათ ავტოფარეხს ამშვენებს მერსედეს ბენცი SLR, ლამბორჯინი ავენტადორი, "მერსედეს ბენცი ეს სერია", G63 და მაიბახ 57.

სემუელ ელ ჯექსონი

ჯექსონი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გრაფიკის მქონე მსახიობი. შესაბამისად, ის ძალიან დიდ ფულს შოულობს. ფოტოზე აღბეჭდილი გიგანტური სახლი ლოს ანჯელესში და მეიბახ 57S ამას ადასტურებს.

სტივენ ტაილერი

ჯგუფ აეროსმიტის ვოკალისტი სტივენ ტაილერი სუპერქარ "ჰენესი ვენოპ ჯითი სპაიდერით" დასეირნობს ქუჩებში. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანაა მსოფლიოში.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება