მსახიობები, რომელთა კარიერაც პლასტიკურმა ოპერაციებმა იმსხვერპლა

მსახიობები, რომელთა კარიერაც პლასტიკურმა ოპერაციებმა იმსხვერპლა

რენე ზელვეგერის ფოტოებმა, სადაც მსახიობი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ არის ასახული, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მოდით ერთად გავიხსენოთ ცნობილი მსახიობები, რომელთა კარიერა პლასტიკური ოპერაციების შემდეგ დასრულდა.

ემანუელ ბეარი, 51 წლის

ულამაზესი ფრანგი მსახიობი, საკუთარი შარმითა და მომხიბვლელობით 80-იანი წლების პუბლიკას ატყვევებდა. შემდეგ ემანუელმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ნაოჭებთან ერთად, მისი ბუნებრივი სილამაზეც გაქრა.

მელანი გრიფიტი, 57 წლის

ნამდვილი ლამაზმანი, ხორბლისფერი თმითა და კეთილი ღიმილით, თავიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულებით იტანჯებოდა, შემდეგ კი ახალი დამოკიდებულებით დაავადდა, რომელსაც პლასტიკური ოპერაციები ჰქვია. ნაოჭების მოცილების უბრალო სურვილმა მსახიობი ბოტოქსის რეგულარული ინექციის ჩაკეტილ წრეში მოაქცია. შედეგად, მის სამსახიობო კარიერას ჯვარი დაესვა.

მეგ რაიანი, 52 წლის

მეგი 90-იანი წლების სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა: ქერათმიანი, ცისფერთვალება რაიანი სატელევიზიო ეკრანებზე ბრწყინავდა. თუმცა, შემდეგ მსახიობს შეეშინდა, რომ ახალგაზრდობა სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა და პლასტიკურ ქირურგიას მიმართა.

რენე ზელვეგერი, 45 წლის

ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და ბუნებრივი იერსახის მქონე მსახიობი რენე ზელვეგერი პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ აღმოჩნდა. ფაქტმა უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში. თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ამის გამო, მისი სამსახიობო კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. "მიხარია, როცა ადამიანები თვლიან, რომ სხვანაირად გამოვიყურები. მეგობრები მეუბნებიან, რომ უფრო დამშვიდებული ვარ", - აღნიშნა ზელვეგერმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება