მოდელ მირანდა კერის და მის მილიარდერ საქმროს ქორწინებამდე სექსი არ აქვთ

მოდელ მირანდა კერის და მის მილიარდერ საქმროს ქორწინებამდე სექსი არ აქვთ

დასავლური პრესა ააჭრელა ახალმა ამბავმა ავსტრალიელი ლამაზმანის მირანდა კერისა და ამერიკელი მილიარდერის ევან შპიგელის შესახებ. წყვილი უკვე წელიწადზე მეტია ხვდება ერთმანეთს და გასული წლის ზაფხულიდან დანიშნულებიც არიან, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობისგან თავს იკავებენ.

"ის ძალიან ტრადიციულია. ჩვენ უბრალოდ ვიცდით, სანამ დავქორწინდებით" - გამოტყდა Victoria's Secret-ის ყოფილი "ანგელოზი" The Times of London-თან ინტერვიუში.

სხვათა შორის, მსგავსი აღიარებები უცხო არ არის მოდელისთვის: ის წლების წინ იმაშიც გამოტყდა, რომ ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ორლანდო ბლუმს შეხვედრიდან ექვს თვეში აკოცა პირველად.

Snapchat-ის დამფუძნებელი 26 წლის შპიგელი და ცნობილი მოდელი ივლისში დაინიშნენ. ამერიკელი ევან შპიგელი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია - 26 წლის ასაკში 4 მილიარდი დოლარის მფლობელია. შპიგელმა რამდენიმე წლის წინ პოპულარული სერვისი Snapchat დააარსა და დღემდე რჩება კომპანიის გენერალურ დირექტორად.

ევან შპიგელი და მირანდა კერი წელიწადზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს. შპიგელთან შედარებით მოდელის ქონება მოკრძალებულია, თუმცა ის "ფორბსის" რეიტინგის თანახმად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია - კერის შემოსავალი 5,5 მილიონი დოლარია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება