5 ყველაზე "ცხელი" მეხანძრე ამერიკელების საყვარელი სერიალიდან, რომელსაც თქვენც მალე შეიყვარებთ

5 ყველაზე "ცხელი" მეხანძრე ამერიკელების საყვარელი სერიალიდან, რომელსაც თქვენც მალე შეიყვარებთ

"ჩიკაგოს მეხანძრეები" ამერიკელების ერთ-ერთი უსაყვარლესი სერიალია. ყველაზე რთული და საშიში სამუშაო, რომელიც ყოველდღიურ თავდადებას და ერთგულებას მოითხოვს. ჩიკაგოს Firehouse 51-ის განყოფილების თანამშრომლები მზად არიან ნებისმიერ დროს, რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი სოცოცხლე და დახმარება გაუწიონ ადამიანებს. სერიალში უხვადაა ძლიერი დრამა, სასაცილო ხუმრობები, დაძაბული სიტუაციები და სექსუალური მამაკაცები.

წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცს სერიალიდან:

ჯესი სპენსერი

თუ ერთხელ მაინც გინახავთ სერიალი "ექიმი ჰაუსი", ალბათ, ქერა ექიმ რობერტ ჩეისზე აუცილებლად გაამახვილებდით ყურადღებას. ჯესი სპენსერი თქვენს გულს სერიალის პირველ სარეკლამო ჭრამდე მოიგებს, მისი ლურჯი თვალები კი წამებში მოგაჯადოვებთ.

ტეილორ კინი

ტეილორი ლედი გაგას ყოფილი საქმროა, რომლის მოხდენილი სხეული ჯერ კიდევ სერიალ "უსირცხვილოში" ვიხილეთ. "ჩიკაგოს მეხანძრეებში" ის კელი სევერიდის როლს თამაშობს. მართალია, მისი თავი მანქანის საბარგულივით დიდია, მაგრამ მისი მომხიბვლელობის წინაშე სრულიად უძლური დარჩებით.

ჩარლი ბერნეტი

ყველას უყვარს ბერნეტის ამბიციური ახალგაზრდა პერსონაჟი პიტერ მილსი. პირველივე სერიაში მისი მისწრაფება, რომ სპეციალურ სახანძრო შენაერთში იმსახუროს, ცალსახა ხდება, თუმცა ექსკურსიებზე მისულ ბავშვებს სახანძრო დანაყოფში გიდობას უწევს. ბერნეტი ახალბედაა ჰოლივუდშიც. მას ჯულიარდის სკოლა აქვს დამთავრებული და ეტყობა, რომ სპორტდარბაზში დიდ დროს ატარებს.

უილიამ სმაილი

სმაილი კოლეჯში ისტორიას სწავლობდა, თუმცა შემდეგ სწავლა მიატოვა და მსახიობობა გადაწყვიტა. მასში უხვადაა ირლანდიური შარმი და მომხიბვლელი ღიმილი. ისიც აგრეთვე საოცარ ფორმაშია.

რენდი ფლაგლერი

ფლაგლერი ისე გამოიყურება, როგორც საოცნებო მამაკაცი, რომლის ფოტოც თქვენი საწოლის თავზე გაკრულ კალენდარზე უნდა იყოს. ის ბუნებრივად გავს გმირს, კინოში კი არაერთხელ უწევს ამ როლის მორგება.

ყოველ სამუშაო დღეს, შუადღის 13:00 საათზე #ჩაუჯექი "ჩიკაგოს მეხანძრეები" GDS-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება