Maayan Nidam @ SPACEHALL // 18 თებერვალი

Maayan Nidam @ SPACEHALL // 18 თებერვალი

18 თებერვალს SPACEHALL-ს Maayan Nidam ეწვევა, რომლის სახელი მუდმივ განვითარებასთან, ცვლილებებთან და მრავალფეროვან ვინილ კოლექციასთან ასოცირდება. დიჯეიმ და პროდიუსერმა პირველი ალბომი 2009 წელს გამოუშვა .

გიტარის, დრამის, სინთეზატორის, აკუსტიკური ინსტრუმენტების საუნდის მიქსი მის ნამუშევრებს უნიკალობას სძენს, ასე რომ, Maayan Nidam-ის ამოცნობა სხვა არტისტთა შორის არ გაგიჭირდებათ. მას რამდენიმე მუსიკალური პროექტი აქვს- Miss Fitz, Laverne Radi, მუსიკას კი ისეთ ლეიბლებზე უშვებს , როგორიცაა: Perlon, Cadenza Music, Wolf + Lamb და Tрип.

Maayan Nidam-ის უნიკალობის ერთ-ერთი მიზეზი მისი წარმოშობა და სამშობლოში გატარებული 20 წელია. ებრაელი მუსიკოსისათვის ფოლკის სიყვარული გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მის ნამუშევრებზე გავლენას არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენციური ტექნო, არამედ ნაციონალური ეთნო მუსიკაც ახდენს. ბავშვობა, რომელიც არაბული, ებრაული და აღმოსავლეთ ევროპული გავლენის მქონე საზოგადოებაში გაატარა.

Maayan Nidam-ის გარდა 18 თებერვალს SPACEHALL-ის სტუმრები ელექტრონული სცენის ვეტერანის, გიო შენგელიას მოსმენას შეძლებენ.

მის.:წერეთლის 2, Dinamo Arena-ს ქვეშ.

Maayan Nidam @ SPACEHALL //18 თებერვალი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება