ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

ბოლო ნახევარი წლის მანძილზე პრესა ანჯელინა ჯოლის მხოლოდ მისი პირადი ცხოვრების კუთხით ახსენებს. ბრედ პიტთან განქორწინების პროცესი ლოგიკურად ჯერ კიდევ ვერ დასრულდა, თუმცა ყოფილი ცოლ-ქმარი ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს. ჯოლი რამდენიმე დღის წინ შვილებთან ერთად კამბოჯაში ჩავიდა, სადაც საკუთარი ახალი რეჟისორული ნამუშევარი წარადგინა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებაში ჯოლის პირველ გამოჩენას პრესაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ხმები იმაზე, რომ ანჯელინა დეპრესიაში იყო და ძალიან განიცდიდა ქმართან დაშორებას, მოულოდნელად გააქარწყლა მისმა მხიარულმა ვარდისფერმა კაბამ. ეს არჩევანი მოულოდნელი იყო თაყვანისმცემლებისთვისაც, რადგან ჯოლი ბოლო წლებში მუდამ შავ და მუქ სამოსს ატარებდა.

ფილმის პრემიერაზე ჯოლის ექვსივე შვილი იმყოფებოდა: ტყუპები - ნოქსი და ვივიენი, ქალიშვილი ზაქარია და შაილო და ვაჟები - პაქსი და მედოქსი. ჯოლის ახალ ფილმში კამბოჯის ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს, რადგან რეჟისორს სურდა მიმდინარე მოვლენების აღწერაში ავთენტურობა შეენარჩუნებინა.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება