ქართული ფილმი "სხვისი სახლი" პრესის საერთაშორისო აკადემიის პრესტიჟული ჯილდოს "სატელიტი" მფლობელი გახდა

ქართული ფილმი "სხვისი სახლი" პრესის საერთაშორისო აკადემიის პრესტიჟული ჯილდოს "სატელიტი" მფლობელი გახდა

ლოს ანჯელესში პრესის საერთაშორისო აკადემიის რჩეულები გამოავლინეს. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ისეთი ცნობილი და აღიარებული ფილმები როგორებიცაა La La Land, Moonlight, The Salesman, Manchester by the Sea, Jackie, Hacksaw Ridge, Elle და ა.შ. საუკეთესო დებიუტისთვის კი "სატელიტი" ქართველ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძეს გადასცეს ფილმისთვის "სხვისი სახლი".

"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენის, ევრაზიისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე.

პრესის საერთაშორისო აკადემია გლობალური ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალი ჟურნალისტებისგან არის დაკომპლექტებული.

"სატელიტის" ჯილდო 1996 წლიდან გაიცემა და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება