THE KVB @ SPACEHALL // 25 თებერვალი

THE KVB @ SPACEHALL // 25 თებერვალი

მუზამე“ წარმოგიდგენთ აუდიო-ვიზუალურ პროექტს THE KVB.

THE KVB ბრიტანელი მუსიკოსის, Nicholas Wood-ის, იგივე Klaus Von Barrel-ის პროექტია, რომელიც მძიმე პოსტ-პანკ, ინდუსტრიულ ჟღერადობასა და ჰიპნოტურ, ფსიქოდელიურ ვიზუალურ იმიჯებს აერთიანებს.

Klaus Von Barrel-ის ექსპერიმენტი სტარტს 2010 წელს იღებს. ავტორს ამავე წელს ვიზუალ არტისტი Kat Day შეუერთდა და 2012 წელს დუოს პირველი ალბომი Always Then გამოვიდა. 2013 წელს ლეიბლზე A Recordings მათი მეორე დისკიMinus Oneგამოიცა, ხოლო Cititraz-ზე რემიქს-EP Immaterial Visions-ის რელიზი შედგა. მისშექმნაში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა პროდიუსერებმა მიიღეს, როგორებიც არიან Shifted, Regis, Silent Servant და Worn.

2015 წელს THE KVB-ით ლეგენდარული ჯგუფის Portishead-ის წევრი, ჯეფ ბეროუ დაინტრესდა და მის ლეიბლზე Invada კოლექტივის მორიგი ალბომი Mirror Being ჩაიწერა. განსაკუთრებით მნიშვენლოვანი იყო THE KVB-ის ისეთ საკულტო ჯგუფთან თანამშრომლობა, როგორიცაა Psychic TV. მათ ერთობლივი ტურნე 2015 წელს გამართეს.

ბენდმა რიგით მეოთხე დისკი ...Of Desire 2016 წელს გამოუშვა. ჩანაწერი კოლექტივის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრადაა მიჩნეული. ექსპერიმენტული, მძიმე ელექტრო ბიტებით შექმნილი სიდის დამსახურებით კოლექტივი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯგუფად აღიარეს.

Always Then, White Walls, From Afar კოლექტივის ის ნამუშევრებია, რომელთა დამსახურებითაც მათ შემოქმედებას მსმენელი წლიდან წლამდე ემატება.

THE KVB-ისთან ერთად SPACEHALL-ის სცენაზე შეძლებთ2015 წლის ელექტრონავტის გამარჯვებულ Kozmana-ს, Tete Nosie-ისა და VazhMarr-ის მოსმენას.

THE KVB საქართველოს პირველად ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის „მუზამეს“ ფარგლებში ეწვევა. „მუზამე“ თითქმის ერთი წელია ქართველი მელომანებისათვის ქმნის სივრცეს, რომლის ფარგლებშიც მსმენელს შეუძლია თანამედროვეობის ახალ, თუმცა, წარმატებულ ექსპერიმენტულ, თუ უკვე ლეგენდად ქცეულ მუსიკოსებსა და ჯგუფებს მოუსმინონ.

„მუზამეს“ ფარგლებში თბილისს უკვე ეწვივნენ ისეთი მუსიკალური ჯგუფები როგორიცაა:Psychic TV, The Radio Dept., Soap&Skin, თუ Easter.

საკონცერტო ღამე 20:00 საათზედაიწყება

მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი: SPACEHALL - მისამართი: წერეთლის 2, Dinamo Arena-ს ქვეშ.

THE KVB @ SPACEHALL//25 თებერვალი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება