მიხაილ გორბაჩოვი გერმანიაში ვილას ყიდის

მიხაილ გორბაჩოვი გერმანიაში ვილას ყიდის

საბჭოთა კავშირის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ტეგერნზეში მდებარე საკუთარ ვილას ყიდის. როგორც გერმანული გამოცემა იტყობინება, ვილა, რომელიც გორბაჩოვმა ათი წლის წინ შეიძინა ტეგერნზეს მდინარის პირას მდებარეობს.

სამსართულიანი ვილა 600 კვადრატული მეტრი ფართობისაა, მიწასთან ერთად კი 2600 კვადრატული მეტრი. სახლი 1908 წელსაა აშენებული და 17 ოთახისგან შედგება. სახლი 2006 წელს გორბაჩოვის ერთადერთმა ქალიშვილმა ირინა ვირგანსკაიამ შეიძინა და მას მამასთან და შვილებთან ერთად სტუმრობდა ხოლმე.

ვილის ზუსტი ფასი არ არის ცნობილი, თუმცა ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე მილიონ ევროზეა საუბარი. გაყიდვის მიზეზად კი ის სახელდება, რომ სუსტი ჯანმრთელობის გამო, გორბაჩოვი გერმანიაში ჩასვლას იშვიათად ახერხებს. არსებული ინფორმაციით, ბოლოს გორბაჩოვები ბავარიას სამი წლის წინ ესტუმრნენ.

მომზადებულია dw.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება